კრიტიკოსებისგან - შედარებით დაბალი. მომხმარებლებისგან - ანომალურად დაბალი . |
დავიწყოთ დადებითი მხარეებით - ახალ თაობაზე გადმოსვლამ თავისი შედეგი გამოიღო და თამაში გამოირჩევა მაღალი აუდიოვიზუალური ხარისხით. არამარტო ეგ, განმხილველებს მოეწონათ ადგილების მრავალფეროვნება და მასშტაბი, რაც აუმჯობესებს ექსპლორაციას. ამ ბოლო ასპექტს ახალი ნომადი და ჯეტპაკი რომ დავუმატოთ, სამყაროს დათვალიერება მოსახერხებელი და საინტერესო ხდება.
ძლიერია ასევე საბრძოლო სისტემა თავისი სიღრმითა და აპგრეიდებით. ამჯერად კლასი (პროფილი) შეგიძლიათ თავისუფლად, ნებისმიერ მომენტში გამოცვალოთ. აგრეთვე გაქვთ არაერთი პასიური და აქტიური შესაძლებლობის გახსნის საშუალება და ჯგუფური ბრძანებების ვარიანტებიც. ეს ყველაფერი თამაშის ბრძოლებს ცოცხალ დინამიკას ანიჭებს და ექსპერიმენტაციისთვის წაგახალისებთ. ერთადერთი სუსტი ელემენტია დაფარვის ავტომატური სისტემა (automatic cover system), მაგრამ საბოლოოდ - ეს არის საუკეთესო ექშენი, რაც კი სერიას ოდესმე ჰქონია.
Deep fried.
ახლა კი მინუსებს რაც შეეხება - და ისინი ჭარბობს. დავიწყოთ იმით, რომ Andromeda-ს აქვს სერიოზულად დაუხვეწავი და უცნაური ანიმაციები, რამაც ინტერნეტ-მიმების აფეთქება გამოიწვია. ეს არის არამარტო დიდი უკუსვლა წინა ნაწილებთან შედარებით, არამედ თამაშის ერთ-ერთი დიდი მინუსიც, რომელიც საგრძნობლად ვნებს გამოცდილებას - დიალოგები უცნაური ხდება, პერსონაჟები თითქოსდა უსიცოცხლოები არიან და დანახულის სერიოზულად აღქმაც ძნელდება. სხვა ტექნიკურ პრობლემეს რომ დავხედოთ, კონსოლებზე FPS-ის დაცემაც შეინიშნება.
Well, that was awkward.
Mass Effect-ის უმთავრეს ელემენტებს - სიუჟეტსა და პერსონაჟებს რაც შეეხება : რათქმაუნდა ისინი ბევრს მოეწონა, მაგრამ ვერც ერთი და ვერც მეორე, ასე ჩანს, წინა ნაწილებთან ახლოს ვერ მოდის. ეს მხოლოდ ანიმაციების ბრალი არაა - ხშირად წააწყდებით ცუდად დაწერილ დიალოგებს - მაგალითად ავიღოთ ეს სცენა, რომლისთვისაც მე პირადად მაქვს ერთი ინგლისური სიტყვა - "cringeworthy". გეგონებათ, რომ პროტაგონისტი სარა რაიდერი თავის "გზააბნეული თინეიჯერის" წლებს ხელახლა გადის. დიალოგურ არჩევნებს რაც შეეხება - ამას განმხილველები შერეულად შეხვდნენ : ზოგს მოეწონა ახალი სისტემა, ზოგმა კი თქვა, რომ ეს არჩევნები გამოცდილებას საინტერესოდ არ ცვლიდა.
საბოლოოდ, შეიძლება ისე გამოვაჩინე, რომ Mass Effect : Andromeda ცუდი თამაშია - მე ასე არ ვფიქრობ და ამ სტატიაში უმეტესად განმხილველთა აზრებია აღწერილი. მე გირჩევთ, ჯერ დაელოდოთ პატჩებისა და განახლებების გამოსვლას, ბევრად გაუმჯობესებული გამოცდილებისთვის. ამ დროისთვის კი შეიძლება ფასმაც დაიწიოს. გითამაშიათ Andromeda ?რა შთაბეჭდილებები დაგიტოვათ? გვაცნობეთ კომენტარებში.