Tuesday, March 28, 2017

Destiny 2 ოფიციალურად დაანონსდა.


   ბოლო დროს გავრცელებული სხვადასხვა ჭორების შემდეგ, რომელთა შესახებ ჩვენს საიტზეც დაიწერა, კომპანია Activision-მა და სტუდია Bungie-მ ოფიციალურად დააანონსეს Destiny-ს მეორე ნაწილი.ამის შესახებ ინფორმაცია თამაშის twitter-ის ოფიციალური გვერდიდან გავრცელდა.

როდისთვის იგეგმება თამაშის გამოსვლა ან რომელ სათამაშო პლათფორმებზე ეს შემქმნელებს არ დაუსახელებიათ,მხოლოდ ის ვიცით რომ თამაში ჯერ-ჯერობით მზად არ არის.
თამაშს დიდი ალბათობით ვიხილავთ E3-ის გამოფენაზე რომელიც გაიმართება ივნისის თვეში და დამატებით ინფორმაციასაც გავიგებთ ალბათ.
ინფორმაციას პლათფორმების შესახებ ავრცელებს საიტი The Verge,სადაც წერენ რომ, თამაშის მეორე ნაწილი გამოვა PS4-სა და Xbox One პლათფორმებზე რაც რეალობას ნამდვილად შეესაბამება. ვიხილავთ თუ არა თამაშს PC პლათფორმაზე ეს კვლავაც უცნობია.ამ შეკითხვას კი პასუხი ალბათ E3-ის გამოფენაზე იქნება ცნობილი,რათქმაუნდა იმ შემთხვევაში თუ გვიჩვენეს თამაში.


გავრცელებული ინფორმაციით თამაშის პირველი ნაწილიდან Destiny 2-ზე არ იქნება განვლილი პროგრესის გადატანის შესაძლებლობა რაც იმის მანიშნებელია რომ თამაშის მეორე ნაწილი პირველთან მჭიდრო კავშირში არ იქნება,ანდა სულაც დამოუკიდებელი სიუჟეტით წარსდგება მოთამაშეების წინაშე.

პორტალ Eurogamer-ის თანამშრომლის განცხადებით თამაშის ბეტა ტესტირება გაიმართება ივნისის თვეში და პირველი პლათფორმა იქნება PS4. ინფორმაცია რამდენად სანდოა ეს უცნობია,თუმცა ალბათ არც ისე დაუჯერებელი.ასე რომ დაველოდოთ მომავალ ინფორმაციას.

რეკლამა