Tuesday, February 14, 2017

მოგწონთ გიგანტური რობოტები და Tower Defense? გირჩევთ ეს ნახოთ

Anomaly : Warzone Earth ხვდება Pacific Rim-ს?

       დეველოპერმა EXOR Studios ახლახანს დააანონსა ძალიან საინტერესო პროექტი სახელად X-Morph : Defense, რომელიც წარმოადგენს twin-stick შუტერებისა და tower defense ჟანრების ჰიბრიდს, თუმცა მისი აღწერა ამით რომ ამოვწუროთ, ბევრ შთამბეჭდავ დეტალს გამოვტოვებთ.
        თქვენ აკონტროლებთ უცხოპლანეტელთა რასას, სახელად X-Morph, და გევალებათ დედამიწის დაპყრობა. შეგიძლიათ თავისუფლად განათავსოთ შენობები, რობოტები და სხვა ელემენტები, მტრები კი დინამიურად რეაგირებენ (და არ მიჰყვებიან წინასწარ დაწყობილ ბილიკს). ასევე....
X-Morph : Defense-ის განადგურების სისტემა. Whoa.
         თუმცა ბრძოლაში თქვენც აქტიურად ერთვებით - გაქვთ საბრძოლო მინი-ხომალდი, რომელსაც ეხერხება სწრაფი გადაადგილება, მანევრირება და აქვს 4 განსხვავებული ფორმა, ერთიდან მეორეზე თავისუფლად გადასვლა შეგეძლებათ. ეს არის თამაშის "twin-stick shooter" ნაწილი, რომელიც უფრო რეფლექსებს ემყარება. EXOR Studios  გვპირდება split-screen კოოპერატიულ რეჟიმს და იმასაც, რომ ყოველ მისიას კოოპერატივისთვის სპეციალური სცენარი ექნება. თამაშის მსვლელობისას თქვენ ბოსებსაც შეერკინებით.
Pacific Rim, baby.
        X-Morph : Defense წელს გამოვა PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე. ტრეილერსა და სკრინშოტებს ქვემოთ იხილავთ. დამატებითი სკრინშოტები, ვიდეოები, არტი და გიფები შეგიძლიათ ოფიციალურ საიტზე ნახოთ. Enjoy!






         



       

რეკლამა