Monday, February 13, 2017

Nier : Automata-ს ახალი Open World გეიმპლეი და დეტალები

                                                   

The next big Hack N Slash?

      PlayStation Underground-ის არხზე ატვირთული იყო Nier : Automata-ს ახალი 25 წუთიანი გეიმპლეი, რომელშიც ნაჩვენებია გადაადგილება ღია სამყაროში, მტრებთან შეტაკებები და ცხოველებთან ინტერაქცია. ვიდეოს კომენტირებს Square Enix-ის ერთ-ერთი თანამშრომელი და გამოავლინა რამდენიმე ახალი დეტალი.
Nier : Automata-ს საბრძოლო სისტემა,
დრონები და კომპანიონი

      თამაშის სამყაროში ახლოვდება მე-14 მანქანური ომი და პროტაგონისტი 2B-ს მისიაა, დაეხმაროს წინააღმდეგობას. რათქმაუნდა, ეს არის Open World თამაში და ვიხილავთ ასევე side-quest-ებსაც. ამ ღია სამყაროში გადაადგილება შეგიძლიათ ორმაგი ხტომით, air dash-ით, დრონების გამოყენებით, სუპერ-სიჩქარით. გარემოებასთან ინტერაგირებას რაც შეეხება - აქ თქვენ შეგიძლიათ დაიმორჩილოთ ცხოველები, გამოიყენოთ ისინი გადაადგილებისთვის და საბრძოლველადაც.
ცხოველებთან ინტერაქცია Nier : Automata-ში
      საბრძოლო სისტემას რაც შეეხება - აქ შეგიძლიათ ორი იარაღი ერთდროულად გამოიყენოთ (dual wielding სისტემა) და ბრძოლის დროს 4 განსხვავებული იარაღის ტიპს შორის თავისუფლად გადართოთ. როგორც ანდროიდი, თქვენ გექნებათ პასიური აპგრეიდები და ახალი უნარების შესწავლის საშუალებაც.
თქვენ და თქვენი კომპანიონი ღებულობთ მისიას
      ძალიან საინტერესოა სიკვდილისა და გაცოცხლების დინამიკა - როდესაც კვდებით, თქვენი მახსოვრობა და მონაცემები ახალ ანდროიდში გადაინაცვლებს. სიკვიდლის ადგილზე შეგიძლიათ წააწყდეთ თქვენს ყოფილ ავატარს და გაქვთ არჩევანი :  ეს ავატარი ბონუსისთვის გამოიყენოთ ან შეაკეთოთ. თუ ამ უკანასკნელს აირჩევთ, მაშინ შესაძოა შეკეთება იყოს წარმატებული და ყოფილი ავატარი თქვენი კომპანიონი გახდება, ან წარუმატებელი და ამ შემთხვევაში შეგებრძოლებათ.
       ქვემოთ იხილეთ გეიმპლეი და სკრინშოტები. იმედი გვაქვს, მოგეწონებათ.

  




       
    

რეკლამა