Friday, February 24, 2017

"The Void" - როგორი უნდა იყოს თანამედროვე Horror ჟანრის ფილმი



    მე თუ მკითხავთ რთულია ჩვენს დროში ნახო რაიმე საინტერესო Horror ჟანრის ფილმი, რომელსაც ექნება როგორც შიშის ეფექტი ასევე მშვენიერი შინაარსი, ფილმი რომელიც ხალხს მრავალი წლის შემდეგაც დააინტერესებს და დაამახსოვრებს თავს.
    ფილმი The Void, თრეილერიდან გამომდინარე საკმაოდ საინტერესო ჩანს და ასევე ოფიციალური სინოპსისის წაკითხვის შემდეგაც მიხვდებით რომ ნამდვილად მაგარი უნდა იყოს.



 
 ფილმის შემქმნელების მიზანიც ხომ სწორედ ეგ იყო. სცენარის ავტორებმა და ასევე რეჟისორებმა Steven Kostanski-მ და Jeremy Gillespie-მ იწვალეს და ეცადნენ რომ მათი ნაშრომი ორიგინალური ყოფილიყო, ყოფილიყო რაიმე ახალი, რაიმე განსხვავებული, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად მათ არ დაკარგეს ძველი საშინელებათა ფილმის სტილი. მათ გამოიყენეს 70-იანი, 80-იანი და 90-იანი წლების ფილმების ბევრი დეტალი იმისათვის რომ ხალხს კვლავ დაეჯერებინა ნამდვილი Horror კინო ხელოვნების. როგორც ისინი იძახიან მათ შექმნეს საშინელებათა ჟანრის არაჩვეულებრივი მითოლოგიური ფილმი.







    ფილმის ოფიციალური სინოპსისი ასეთია:
ჩვეულებრივი პატრულირების პერიოდში ოფიცერი Daniel Carter წააწყდება სისხლით დაფარულ ადამიანს რომელიც კოჭლობით მიდის გზის ცარიელ ნაწილში. დენიელი ახალგაზრდა ბიჭს ადგილობრივ რაიონულ ჰოსპიტალში წაიყვანს. ოფიცერი აღმოაჩენს რომ იქ პაციენტები და პერსონალი რაღაც არაადამიანურად არიან გადაქცეულები. კარტერი სხვა გადარჩენილებს გაუძღვება ჰოსპიტალის ბნელ ადგილებში და შეეცდება რომ ამ კოშმარს წერტილი დაუსვას, სანამ ძალიან გვიანი არ არის.







    მე პირადად თრეილერში პირველ რიგში რამაც მომხიბლა ეს იყო მიმად ქცეული Illuminati-ს თემა, ეს სამკუთხედები ყველგან სადაც არ უნდა გამოჩნდნენ რაიმე ზებუნებრივთან ასოციაციას იწვევენ. ასევე როგორც თავად შემქმნელებმა თქვეს ფილმის პერსონაჟების შექმნას (საუბარია არაადამიანურ ქმნილებებზე) დიდი ხანი უნდებოდნენ და იღებდნენ მაგალითებს ისეთი ფილმებისგან როგორიც არის Silent Hill და ა.შ. ფილმი გადაღებულია მცირე დაფინანსებით და ეფექტების დამუშავებაც დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ვფიქრობ კარგი რამ გველოდება.

    ფილმის პრემიერა შედგება 2017 წლის 7 აპრილს.



რეკლამა