Thursday, February 16, 2017

PS Now მომავალში მხოლოდ PS4-სა და PC პლათფორმებზე იქნება ხელმისაწვდომი.


  კომპანია Sony-მ განაცხადა რომ,საკუთარი სტრიმინგის სერვისი PS Now მომავალში მხოლოდ PS4-სა და PC პლათფორმაზე იქნება ხელმისაწვდომი ხოლო ყველა აქამდე არსებულ პლათფორმას კი მხარდაჭერა შეუწყდება.
ცვლილებების პირველი მსხვერპლი იქნება Sony Bravia-ს 2016 წლის გამოშვების ტელევიზორები,მათ სერვისის მხარდაჭერა 1 აპრილს შეუჩერდებათ.
დანარჩენ პლათფორმებს - PS3, PS Vita, PS TV, ფლეიერი Sony Blu-ray, Samsung-ის ტელევიზორები და Sony Bravia-ს 2013–2015 წლის გამოშვების ტელევიზორებს სერვისით სარგებლობა 15 აგვისტოს შეუწყდებათ.

Sony-ს წარმომადგენლების თქმით პროგრესის შენახვა და გადატანა შესაძლებელია PS4-სა და PC პლათფორმაზე.მათი თქმით მომავალში სერვისის განვითარება სწორედ ამ ორ პლათფორმაზე იქნება ორიენტირებული.



რეკლამა