Reddit-ზე ახლახანს გამოქვეყნდა რამდენიმე ახალი სკრინშოტი მომავალი Crash Bandicoot N-Sane ტრილოგიიდან, რომელიც წარმოადგენს სამი ძველი კლასიკის სრულ Remaster-ს. მასზე მუშაობს სტუდია Vicarious Visions (Marvel : Ultimate Alliance 2, Skylanders, Guitar Hero).
Straight outta the 90s.
ტრილოგიამ, როგორც შეამჩნიეთ, ძალიან დიდი face-lift მიიღო. ის აწყობილია Skyladners : Imaginators-ის ძრავაზე და ნამდვილად ეტყობა. ასევეა დაპირებული 4K რეზოლუციის მხარდაჭერა, გაუმჯობესებული აუდიო-მხარე, გადამუშავებული save და checkpoint სისტემები და პაუზის ახალი მენიუ. ეს სკრინშოტები არის მეორე ნაწილის Remaster-დან- Crash Bandicoot 2 : Cortex Strikes Back.
Yay!
Crash Bandicoot-ის სერია უმეტესად შედგება პლატფორმერებისგან და ჰქონდა რამდენიმე სპინოფიც. სიუჟეტები კი მიმდინარეობს Wumpa-ს კუნძულებზე, სადაც Crash-ს სიცოცხლეს უმწარებს ბოროტი გენიოსი Dr. Neo Cortex და Crash-ის მისიაა, შეაჩეროს მისი გლობალური დომინაციის გეგმები.
Crash is back!
სერიის თავდაპირველი შემქმნელი იყო Naughty Dog, ლიცენზია შემდგომ Activision-ს გადაეცა. ჯერჯერობით გამოსულა 18 თამაში და სერიის ჯამური გაყიდვები 50 მილიონს აღემატება. ტრილოგია გამოვა წელს PS4-სთვის. გეიმპლეი და ახალი სკრინშოტები შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ. Enjoy!