Friday, February 3, 2017

NVIDIA ამატებს ხელსაწყოს დადასტურების სექციას



ახლად გამოშვებული გრაფიკული ბარათების უმრავლესობას მისი შემქმნელები აყოლებენ რაღაც თამაშს. ადრე ეს პროდუქტი დისკის სახით მოყვებოდა ხოლმე ბარათს, ახლა კი, უბრალოდ კოდი მოგდის რომლის გააქტიურება ქსელში შეგიძლია. ამ დღემდე, ამ კოდების გამოყენება შეგეძლო ნებისმიერ ხელსაწყოზე. ანუ მარტივად, ვიღაცას შეეძლო ეს კოდი ქსელში გაეყიდა და შემდეგ სხვას შეეძლებოდა გაეაქტიურებინა თამაში. ახლა კი, NVIDIA-მ ეს ფუნქცია გააუქმა. ახალი ბარათის მფლობელებს მოუწევთ ზუსტად ის ბარათი ეყენოთ სისტემაში, რომელზეც კოდია გაფორმებული.

NVIDIA-მ რათქმაუნდა დატოვა პატარა ხვრელი სისტემაში. შენ შეგეძლება შენი კარტით გააქტიურო თამაში და შემდეგ უბრალოდ ანგარიში გაყიდო, ან საერთოდაც სხვისი ანგარიშით გააქტიურო პროდუქტი. NVIDIA-მ როგორც ჩანს ეს არ გაითვალისწინა და სირაქლემას პოზა მიიღო ამ განახლებით. კომპანიამ ასევე დაადასტურა, რომ თამაშის გააქტიურება ამ თამაშს მიაბავს თქვენი Steam-ის/Uplay-ს ანგარიშს.

წინა წელს Microsoft-ს მოუწია ყველა კოდის გაუქმება, რადგან ხალხი უბრალოდ უკვეთავდა ახალ, GTX 1070-ს, იღებდა კოდს და შემდეგ აუქმებდა შეკვეთას. Geforce Experience-ს ახალი ვერსია ითხოვს ავტორიზაციას ყველა მისი ფუნქციის შესრულებისთვის, როგორიცაა: ავტომატური განახლებები, ავტომატური თამაშების ოპტიმიზაცია და პირდაპირი ჩართვები.

ჩემი აზრით, თუ NVIDIA-მ დაიწყო თავისი მომხმარებლისთვის რაღაცეების დაბლოკვა, მალე პირატული თამაშებზეც შესაძლოა დაწესდეს შეზღუდვები, მაგალითად ეკრანზე დრაივერმა არტიფაკტები გაგიჩინონ, ან უბრალოდ ვერ ჩართო თამაში, ან პირდაპირი ჩართვა ვერ განახორციელო ამ თამაშით. მოკლედ, ქსელური ქურდობა რამდენიმე ათწლეულში დასამარდება.

რეკლამა