Sony PlayStation-მა წარმოადგინა Mass Effect: Andromeda-ს ახალი თრეილერი სადაც ნაჩვენებია სპეციალური ბონუსები რომლებსაც ის მოთამაშეები მიიღებენ ვინც თამაშს წინასწარ შეუკვეთავენ.
თრეილერში ასევე ნაჩვენებია კადრები მულტიპლეიერული რეჟიმიდან.
მოთამაშეები სულ მიიღებენ სამი ტიპის ბონუსს. ესენია : Deep Space Explorer armor - სპეციალური დამცავი საბრძოლო კოსტიუმი, Unique Nomad Skin - კოსმოსური სატრანსპორტო საშუალებისთვის და Multiplayer Booster Pack - რომლითაც მულტიპლეიერულ რეჟიმში გაიორმაგებთ გამოცდილების მიღებას.
თამაში გამოდის 23 მარტს PC,PS4 და Xbox One პლათფორმებზე.