Squad bros
Bioware-მა დღეს გამოუშვა ახალი ვიდეო, რომლის თემაა პროფილები, ფავორიტები, რაზმი და მისი პერსონალიზაცია. როგორც შეიძლება გახსოვდეთ, წინა ვიდეოში განხილული იყო საბრძოლო სისტემა, მასთან დაკავშირებული აპარატურა და აპგრეიდები.
დავიწყოთ პროფილებით. Mass Effect : Andromeda-ში დაპირებულია უამრავი (შეძენადი) უნარი და ჯამში უნართა 300 სხვადასვა გაუმჯობესება. თამაშში კლასების სისტემა კი სწორედაც პროფილებითაა ჩანაცვლებული. ისინი გაძლევენ ბონუსებს თამაშის რაიმე ასპექტთან მიმართებაში და პროფილები შეგიძლიათ ნებისმიერ მომენტში - შუა ბრძოლის დროსაც კი შეცვალოთ.
პროფილებმა შესაძლოა თამაშს დინამიზმი მოუმატოს და ნამდვილად საინტერესო მომენტები გამოიწვიოს, თუმცა ეს ერთადერთი ოპტიმიზაცია არაა, რაც თამაშმა განიცადა. მას აქვს ასევე ახალი UI სისტემა - აქ "ფავორიტები" ღირსშესანიშნავი სიახლეა.
ფავორიტების სისტემა მუშაობს ისე, როგორც დაპინული ფაილები Windows-ში - ის გაძლევთ საშუალებას, სწრაფი წვდომა გქონდეთ თქვენს მიერ შერჩეულ 4 პროფილსა და 12 უნარზე.
ფავორიტების სისტემა in action. |
და ბოლოს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი - რაზმები და მათი პერსონალიზაცია. ეს თამაშს სავარაუდოდ სიღრმისა და დინამიზმის კიდევ ერთ განზომილებას დაუმატებს. თქვენ შეგიძლიათ გუნდის წევრებს გასცეთ როგორც სტანდარტული ბრძანებები (როგორიცაა რაიმე პუნქტზე მისვლა ან ოპონენტთან შეტევაში გადასვლა), ასევე მათთან ერთად შეასრულოთ სპეციალური კომბოები ბიოტიკების მეშვეობით.
აგრეთვე, თქვენ შეგიძლიათ რაზმის წევრების დალეველება, პერსონალიზაცია, მათთვის 3 აქტიური და 2 პასიური უნარის შერჩევა.
თქვენი რაზმი - Semper Fidelis. |