Denuvo, ლიდერი კომპანია რომელიც ბოლო 2 წელია ‘მეკობრეებისაგან’ მეტ-ნაკლებად წარმატებით იცავდა ვირტუალურ თამაშებს, ცუდი ვებ-დეველოპმენტის მსხვერპლი გახდა.
მოგეხსენებათ რამდენიმე დღის წინ, ჯგუფმა სახელით “CPY” წარმატებულად გატეხა Resident Evil 7 სულ რაღაც 5 დღეში და უახლოეს წარსულში Battlefield 1-იც მიაყოლა ზემოდან. მაგრამ Denuvo-ს უიღბლობა აქ არ გაჩერებულა. დაუდგენელი მიზეზების გამო მათ საიტზე ზოგიერთი ბმული დაცული არ იყო კარგად და ამ მიზეზის გამო, ფაქტიურად ყველას შეეძლო შესულიყო ამ ბმულებზე და გასაიდუმლოებული ინფორმაცია ენახა.
ინფორმაციის დიდი ნაწილი დამალული იყო ფაილში Ajax.log, სადაც ინახება შემოსული ელექტრონული ფოსტის ნაწილები. აქ ასევე იპოვეს ცნობილი იაპონური კომპანია CAPCOM-ის მონაწერი სადაც Jun Matsumoto დაინტერესებას გამოხატავს Denuvo-ს დაცვის შესახებ.
„ეს არის ჯუნ მაცუმოტო CAPCOM-იდან. მე დაინტერესებული ვარ Denuvo-ს ტექნოლოგიებით ჩვენით თამაშების დასაცავად. გთხოვთ გამომიგზავნოთ დეტალური ინფორმაცია (მაგ. ფლატფორმა, გამოყენება, ფასი და ა.შ.) ასევე თუ იაპონიაში გყავთ გაყიდვების აგენტი, გთხოვთ მომცეთ მისი საკონტაქტო ინფორმაცია. მადლობა თანამშრომლობისთვის.“
Denuvo-ს ასევე მიწერა Google-ის წარმომადგენელმა Jan Newger-მა.
„მე ვმუშაობ Google-ის დაცვის დეპარტამენტში, ჩვენ გვსურს შევისწავლოთ თქვენი პროდუქტი რის შემდეგაც შევძლებთ მის ინტეგრირებას არსებულ დაცვის მექანიზმებში.“
მაგრამ Denuvo-ს მხოლოდ დიდი კომპანიებისგან არ მისვლიათ წერილები. აქ ასევე ვხედავთ გაბრაზებულ ‘მეკობრეებს’ რომლებიც თავიანთ სიბრაზეს აქ გამოხატავდნენ.
ყველაფრის მიუხედავად, უიღბლობის მატარებელი აქ არ გაჩერებულა. რამდენიმე საათის შემდეგ ზოგმა ადამიანმა კიდევ მიაგნო სხვა დაუცვლე ბმულებს Denuvo-ს საიტზე. ამჟამად ნაპოვნი იქნა საკმაოდ დიდი ზომის დაარქივებული ფაილები. სამწუხაროდ ჩვენ ზუსტად არ ვიცით ეს ფაილები რა სახის ინფორმაციას შეიცავდა მაგრამ სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა რომ ამ ფაილების ნახვა ძალიან გაუხარდათ თამაშების კრაკერებს.
ამ ეტაპზე მეტი სიახლე არ არის და ჯერ არ ვიცით თუ რამდენად დიდ ზიანს მიაყენებს ეს მარცხი Denuvo-ს. ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.