The Confession/აღსარება - ქართველი კინორეჟისორის ზაზა ურუშაძის (სამი სახლი, ბოლო გასეირნება, მანდარინები) ახალი ფილმია. ფილმის ისტორია გაუყვება ყოფილი კინორეჟისორის - გიორგის ცხოვრებას, რომელიც მღვდლად აღიკვეცა. მას მთის პატარა სოფელში გაუშვებენ სამსახუროდ. იმისათვის რომ მოსახლეობა ეკლესიასთან დაახლოოს გიორგი გადაწყვეტს ფილმების ჩვენებას. პირველი ფილმის - "Some Like It Hot"-ის ჩვენების შემდეგ ხალხი აღნიშნავს რომ ადგილობრივი მუსიკის მასწავლებელი ლილი ძალიან ჰგავს ფილმის მთავარი როლის შემსრულებელ მერლინ მონროს. ლილისთან შეხვედრის შემდეგ კი მამა გიორგის ბალანსი საერო და სასულიერო სამყაროს შორის ირღვევა რადგანაც, ცდუნებისაგან თავის დაღწევა საკმაოდ რთულია.
ფილმში მთავარ როლს შეასრულებენ დიმიტრი ტატიშვილი, იოსებ ხველიძე და სოფია სებისკვერაძე. ფილმის გამოშვებას კი 2017 წლის შემოდგომისათვის უნდა ველოდოთ.
ფილმში მთავარ როლს შეასრულებენ დიმიტრი ტატიშვილი, იოსებ ხველიძე და სოფია სებისკვერაძე. ფილმის გამოშვებას კი 2017 წლის შემოდგომისათვის უნდა ველოდოთ.