Monday, February 6, 2017

Battlefield 1 გატეხეს



ცნობილ ჰაკერების ჯგუფმა CPY-მ კიდევ ერთხელ ჩააჭირა ფეხი Denuvo-ს ჭრილობაზე.
როგორც ჩანს, რამდენიმე საათის წინ, მათ Battlefield 1 გატეხეს. Crackwatch-ის Reddit-იდან ვიგებთ, რომ CPY-მ დახურულ Youtube არხზე უკვე გაასაჯაროვა ფაილები.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, რაც ეს ჯგუფი Denuvo-ს დაცვის სისტემასთან ბრძოლაში შედის და იმარჯვებს. რამდენიმე დღის წინ მათ გატეხეს 5 დღის გამოსული Resident Evil 7, რომლის გატეხვაც წესით რამოდენიმე თვე შეუძლებელი უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, CPY იქამდე გააგრძელებს Denuvo-ს წამებას, სანამ ზემოთხსენებული რაიმეს არ შეცვლის თავის დაცვის სისტემაში.

ალტერნატიულად, DICE-ს შეუძლია წაშალოს Denuvo თავისი გაყიდვების გვერდიდან, რაც მათ მეტ შემოსავალს მოუტანს. მეტი ამასთან დაკავშირებით წაიკითხეთ აქ.


DISCLAIMER:
ჩვენი გუნდი არანაირად არ ახდენს პირატობის პროპაგანდას. გთხოვთ კომენტარებში არ მოითხოვოთ ლინკი, რადგან მას მაინც არ მიიღებთ. იყიდეთ თამაშები, დაეხმარეთ დეველოპერებს, განავითარეთ PC Gaming.

P.S ინფორმაცია დადასტურებული არ არის, შესაბამისად ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელი რაიმე სახის გაუგებრობაზე თემასთან დაკავშირებით.

P.P.S კიბერ დანაშაული ისჯება კანონით, სსიკ 284 მუხლით, რომელიც ითვალისწინებს დასჯას ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

რეკლამა