სტუდია Microïds-მა გამოაქვეყნა მისი სათავგადასავლო თამაშის Syberia-ას რიგით მესამე ნაწილის ახალი ტიზერი.ტიზერში შემქმნელებმა წარმოგვიდგინეს როგორც ახალი გადატანილი გამოსვლის თარიღი ასევე გვაჩვენეს სხვადასხვა მხატვრული ნამუშევრები და ესკიზები.
თამაშის მესამე ნაწილი აგრძელებს უკვე ნაცნობი მთავარი გმირის “ქეით უოლკერის” ისტორიას რომელიც ეწვევა სხვადასხვა საინტერესო ადგილებს,შეისწავლის უცხო ტომის ცხოვრების წესჩვეულებებს და დაეხმარება მათ თოვლის სირაქლემებით "წმინდა ველის" გადალახვაში.
თამაშის მესამე ნაწილი როგორც იცით უნდა გამოსულიყო უკვე ამ თვის დასაწყისში თუმცა შემქმნელების თქმით მათ დამატებითი დრო აიღეს რათა სრულად დაასრულონ თამაში და მისი გამოსვლის ახალი თარიღი იქნება 2017 წლის პირველი კვარტალი.თამაში გამოვა PC, PS4 და Xbox One-პლათფორმებზე.