For Honor-ის რეჟისორის, დემიენ კიკენის განცხადებით, თამაშის ყველა მომავალი DLC უფასო იქნება. ამ უკანასკნელში შედის ახალი რუკები და Game Mode-ები. თუმცა, კიკენმა ასევე დაადასტურა, რომ მიკროტრანსაქციებსაც ვიხილავთ. ესენი შედარებით მინიმალურია - ის პროგრესიასთან იქნება დაკავშირებული და მოთამაშისთვის შეუძლებელი იქნება, შეიძინოს შედარებით გვიანდელი სტადიის ნივთები. ასევე, ყველა ნივთი გახსნადია გადახდის გარეშეც.
როგორც უკვე იცით, For Honor იქნება always online თამაში (დიახ, სოლო კამპანიისთვისაც ინტერნეტ-კავშირი დაგჭირდებათ) და 2017 წლის იანვარში უნდა დაიწყოს დახურული ბეტის სტადია. ვიმედოვნოთ, რომ პროექტი წარმატებული იქნება. გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს!