Wednesday, December 21, 2016

Crytek-მა რამოდენიმე ოფისი დახურა.



   კომპანია Crytek-მა რომელიც შემქმნელია Far Cry, Crysis,Ryse: Son of Rome,Warface და სხვა საინტერესო პროექტებისა მას შემდეგ რაც რამოდენიმე თვეა ხელფასებს ვერ გასცემს განაცხადა რომ რამოდენიმე ოფისს ხურავს სხვადასხვა ქვეყანაში, კერძოდ კი უნგრეთში, ბულგარეთში, სამხრეთ კორეაში, ჩინეთში და თურქეთში.
კიევსა და ფრანკფურტში ოფისები კვლავაც აგრძელებენ მუშაობას.

“ჩვენი ყურადღება ამ მომენტისთვის ძლიერად ორიენტირებულია სწორი მიმართულებით.ჩვენ გვყავს გუნდი რომელშიც შედიან მსოფლიო დონის დეველოპერები.უახლესი ტექნოლოგიებით და ინოვაციური მიდგომით თამაშების მიმართ ჩვენ შევძლებთ რომ ეს რთული მდგომარეობა გადავლახოთ და გავხდეთ უფრო მეტად მოქნილი და ეფექტური კომპანია.  ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში.”

კომპანიამ ცოტა ხნის წინ გასცა ოქტომბრის თვის ხელფასები და ახლა თანამშრომლები ნოემბრის თვის ხელფასების გაცემას ელოდებიან თუმცა კომპანია საიდან მოიძიებს თანხებს ეს უცნობია ამავე დროს კი ქსელში ვრცელდება ჭორები იმის შესახებ რომ რუსულმა კომპანიამ Mail.Ru-მ შეიძინა პოპულარული ონლაინ შუთერი Warface-ი მომავალში კი შესაძლოა მისი გაგრძელება Warface 2-იც ვიხილოთ.

რეკლამა