ანალიტიკურმა კომპანიამ SuperData-მ წარმოადგინა ანგარიში ციფრული სათამაშო ინდუსტრიის შემოსავლების შესახებ და ანგარიში მოიცავს 2016 წლის იანვრის თვიდან ნოემბრის თვემდე პერიოდს. ანგარისში ნათქვამია რომ სათამაშო ინდუსტრიის მოგებამ 2016 წელს შეადგინა 91 მილიარდი დოლარი. სათამაშო ინდუსტრიისთვის 2016 წელი ყველაზე წარმატებული წელი აღმოჩნდა.
კონკრეტულ პროექტებს რაც შეეხება მაგალითად მობილური პროექტებიდან Pokémon GO-სა და Clash Royale-ს მოგებამ 40,6 მილიარდი $ შეადგინა.კონსოლურ პლათფორმებმა ციფრული გაყიდვებით გამოიმუშავა 6,6 მილიარდი $.ანალიტიკოსები აღნიშნავენ რომ დღითიდღე უფრო მეტი მომხმარებელი არჩევს ფიზიკურ ვერსიებს ციფრული პროდუქციით სარგებლობას.რათქმაუნდა არც არავის უკვირს რადგან დამერწმუნებით ციფრული ვერსიებით სარგებლობა ბევრად მოსახერხებელია.
PC პლათფორმის შემოსავლებმა 35.8 მილიარდი $ შეადგინა.მთავარი და უდიდესი წვლილი ეკუთვნის League of Legends-ს რომელმაც 1,7 მილიარდი $ დააგროვა ხოლო 2016 წლის ახალბედა პროექტმა Overwatch-მა 585 მილიონი $.
რაც შეეხება ESports-ს მან 892 მილიონი $ დააგროვა.
შემოსავლების უდიდესი წვლილით ლიდერობს აზია, ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა.
კარგი იქნებოდა საქართველოშიც ისეთი სიტუაცია გვქონდეს რომ აღნიშულ ანგარიშში ჩვენზეც წერდეს SuperData მაგრამ გული არ გაიტეხოთ ეგ დროც მოვა .