ამ Foundation განახლებაში ბაზების მშენებლობასთან ერთად გვხვდება შემდეგი დამატებები: შეგიძლიათ save point-ების აგება, ბაზაში უცხოპლანეტელების აყვანა რეკრუტებად (რომლებიც ერკვევიან ფერმებში, იარაღებში ან სამეცნიერო კვლევების წარმოებაში), მთლიანი პლანეტები დაასკანიროთ რესურსებისთვის, სწრაფი ტელეპორტაცია. No Man's Sky-ს ერთ-ერთი ხშირი კრიტიკა იყო ინვენტორის UI, რაც Foundation-ში გაუმჯობესებულია და შემოღებულია item stacking-იც. ასევე ვიხილავთ ახალ მკვდარ პლანეტებსა და რესურსებს. ბაზების მშენებლობას რაც შეეხება, შემქმნელები გვპირდებიან ინტუიტიურ ინტერფეისს და ადვილად გასაგებ მექანიკებს.
ქვემოთ ნახავთ Hello Games-ის მიერ ატვირთულ ვიდეოს, რომელშიც მიმოხილულია ყველა სიახლე.