No Man's Sky-ს ძალიან იმედგამაცრუებელი და კრიტიკით აღსავსე რელიზის შემდეგ, Hello Games აქტიურად უსმენდა გეიმერთა გამოხმაურებას და, თითქმის ორ თვიანი სიჩუმის შემდეგ, შემქმნელებმა ახლახანს დააანონსეს ე.წ. "Foundation Update" თავიანთი თამაშისთვის.
მათი თქმით, ეს იქნება ისეთი განახელბა, რომელიც NMS-ში შემოიღებს ბაზების მშენებლუბის ძირითად (ხაზს ვუსვამთ) მექანიკებს. ეს არ იქნება მათი უდიდესი განახლება, მაგრამ კარს გაუღებს პოტენციალურად დიდ შესაძლებლობებს.
No Man's Sky არ იყო ის, რასაც ბევრი მოელოდა, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინაა - თამაშს კიდევ აქვს შესაძლებლობა გაუმჯობესებისთვის და იმედი ვიქონიოთ, რომ მისი შემქმნელები მასზე მომავალში ფარ-ხმალს არ დაყრიან.