Monday, October 10, 2016

Robo Recall - უფასო VR თამაში სტუდია Epic Games-ისგან


ეს Robo Recall-ია, სტუდია Epic Games-ის პირველი სრულმეტრაჟიანი თამაში. მას მოთამაშეები 2017 წლის დასაწყისში იხილავენ. ძალიან გასაკვირია ის ფაქტი, რომ პროდუქტი მოთამაშეებს უფასოდ მიეწოდებათ. თამაში ექსკლუზიურად გამოვა Oculus Touch-ზე.

პირველი სურათებიდანვე ვხედავთ, რომ თამაში არ იქნება რაღაც დაბალბიუჯეტიანი ნაგავი და სერიოზულ კონკურენციას გაუწევს სხვა VR თამაშებს.



აი რამოდენიმე სურათი თამაშიდან ;


Robo Recall არის Epic Games-ის ერთ-ერთი თამაშის, Bullet Train Demo-ს გამგრძელებელი, რომელიც სტუდიამ 2015 წლის Oculus-ის გამოფენაზე წარადგინა.

თამაშში მოთამაშის მთავარი მიზანია უამრავი სხვადასხვა იარაღით გაანადგუროს რობოტები.რომლებიც შეცდომით დააკოდირეს. მოთამაშეებს ექნებათ უამრავი მისიის და გამოწვევის შესრულების შესაძლებლობა და თამაშში არც ერთი წამით არ მოიწყენთ.

სტუდიამ ასევე დაანონსა, რომ თამაშს ექნება ქულების დამთვლელი ტაბლო და ასევე სენდბოქსი, სადაც მოთამაშეებს შეეძლებათ ივარჯიშონ ლიმიტის გარეშე.

მგონი ღირს რამდენიმე ასეული დოლარის დახარჯვა VR მოწყობილობისთვის...

 

რეკლამა