ესესაა ახლოვდება 13 ოქტომბერი, როდესაც SONY-ს ახალი VR მოწყობილობას საჯარო რელიზი ექნება. თუმცა უკვე არაერთ განმხილველს ჰქონდა მასთან შეხების და თავისი შთაბეჭდილებების გადმოცემის საშუალება. წინასწარ გეტყვით : It's looking good!
PSVR-ის 500$-იან პაკეთს მოჰყვება თვით ჰედსეტი, PS კამერა, Move კონტროლერები და 5 თამაშის კრებული PlayStation VR WORLDS.(რომელსაც ჯერჯერობით საშუალო შეფასებები აქვს). ხელმისაწვდომი იქნება ჯამში 20 თამაში, მათ შორის Rez Infinite, Battlezone, Batman : Arkham VR, Driveclub VR, EVE : Valkyrie და მეტი. გირჩევთ VR თამაშების განხილვები იხილოთ სანამ შეიძენთ.
PSVR კონკურენციისგან იმით განსხვავდება, რომ შედარებით იაფია და ეს არის მისი უდიდესი უპირატესობა. სხვა უპორატესობებია მისი თამაშების lineup, კომფორტი და მოწყობის სიადვილე. ერთი სიტყვით, ძალიან user friendly მოწყობილობაა. მინუსებს რაც შეეხება, ეს არის Vive-თან და Rift-თან შედარებით სუსტი ტექნიკური მხარე - უფრო დაბალი რეზოლუცია ,შედარებით ვიწრო მხედველობის არეალი და ნაკლებად ზუსტი motion tracking.
კრიტიკოსთა უმეტესობამ SONY-ს მოწყობილობას დადებითი შეფასებები მისცა. განხილვები შეგიძლიათ აქ დაათვალიეროთ.