ეს არის ძველებური სტილის action-adventure პლატფორმერი (როგორც Ratchet & Clank) , რაღათქმაუნდა puzzle ელემენტებითა და auto-targeting დამიზნების სისტემით.
პროტაგონისტია ჯულ ადამსი, ერთ-ერთი ბოლო ადამიანი ე.წ. "შორეული ედენის" პლანეტაზე. თავგადასავლის განმავლობაში იმეგობრებთ არაერთ "Corebot"-ს განსაკუთრებული შესაძლებლობებით კაცობრიობის გადასარჩენად.
აღსანიშნავია, რომ მასზე მუშაობენ Mega Man-ისა და Metroid Prime-ის შემქმნელები - კეიჯი ინაფუნე და Armature Studio.თუმცა ჩვენ გირჩევდით ReCore-ის შეძენამდე განხილვებს დაელოდოთ, რადგანაც ინაფუნეს ბოლო პროექტმა (Mighty No 9) ბევრს იმედები გაუცრუა.
გეიმპლეი შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ .