CD Projekt RED არის უდავოდ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და RPG ჟანრში მოწინავე სტუდია. The Witcher სერია წარმოადგენს ევოლუციის სწორ ხაზს - თითო ნაწილი წინაზე გაუმჯობესებული იყო, მესამე კი მრავალი კრიტიკოსის (მათ შორის ჩვენს) მიერ 2015 წლის თამაშადაც კი იყო აღიარებული.
არანაკლებ დამაინტრიგებელია 3+ წლის წინ დაანონსებული Cyberpunk 2077, რომელიც ამჟამად დეველოპმენტის ბევრად უფრო აქტიურ ფაზებშია.როგორც სტუდიის ერთ-ერთმა მხატვარმა დაადასტურა, მასზე უკვე უფრო მეტი ადამიანი მუშაობს, ვიდრე The Witcher 3-ის შექმნის ნებისმიერ ეტაპზე.
ეს ძალიან კარგი ამბავია - მოველით, რომ მალე ბევრ ახალ დეტალს გავიგებთ.იქნებ გეიმპლეის ტრეილერიც ვიხილოთ.
შეგახსენებთ, ეს არის სამაგიდო თამაშზე(Cyberpunk 2020) დაფუძნებული პროექტი, რომელიც შეგიძლიათ გამოსცადოთ პირველი ან მესამე პირის პერსპექტივიდან. მოქმედება ხდება ე.წ. "Night City"-ში. იქნება ასევე მფრინავი მანქანები და Multiplayer რეჟიმიც.
CD Projekt RED გამოცდილი შემქმნელია და , მაღალი ალბათობით, Cyberpunk 2077 შემდეგი ჰიტ-RPG გახდება.თამაშის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.