Tuesday, April 12, 2016

Nintendo-მ იაპონური ბაზრისთვის ახალი 3DS XL Super Famicom edition-ის შეკვეთების მიღება დაიწყო.




  Nintendo-მ დაიწყო შეკვეთების მიღება განახლებულ პორტატულ კონსოლზე Nintendo 3DS XL  Super Famicom edition-ზე.
განახლებული Nintendo 3DS XL  Super Famicom edition-ის ანონსი შედგა ამა წლის მარტის დასაწყისში, Nintendo Direct-ის პროგრამის დროს. შემქმნელების შთაგონების წყარო იყო კლასიკური კონსოლი Super Famicom-ი.

შეკვეთები მიიღება 27 აპრილამდე მხოლოდ იაპონიის ბაზრისთვის და მისი ფასი 22 ათასი იენი იქნება. როდის შეძლებენ ევროპელი გეიმერები კონსოლის მიღებას ეს ჯერჯერობით უცნობია.

Nintendo მიღებული შეკვეთების დარიგებას დაიწყებს ივლისის თვიდან.

[ცნობისათვის გასული წლის თებერვალში როდესაც განახლებული Nintendo 3DS-ის გაყიდვები დაიწყო, ევროპაში პირველი თვეს გაიყიდა 150 000 კონსოლი,ხოლო საერთო რაოდენობით სულ 50 მილიონი 3DS-ი გაიყიდა.]

შეგიძლიათ ეწვიოთ ოფიციალურ საიტს




რეკლამა