თქვენ ხართ გმირთა "ბანდის" (a la Vaulthunters) ერთ-ერთი წევრი და უნდა გადაარჩინონ "Solus" , მსოფლიოს უკანასკნელი ვარსკვლავი, ერთი ექსცენტრული "scumbag" ბოროტმოქმედისგან - Lothar Rendain (a la Handsome Jack?).
თვითონ თამაშს რაც შეეხება, ეს არის (პრინციპში) MOBA FPS , სადაც თქვენ გაქვთ "ჰელიქსის" დინამიური Upgrade- სისტემა .ყოველ ჯერზე ირჩევთ ორი გაუმჯობესებიდან ერთ-ერთს და ამაღლებთ თქვენი პერსონაჟის დონეს (რომელიც შემდეგ ტურში ისევ საწყისზე გადადის).
თქვენ გექნებათ ჯამში 25(!) პერსონაჟის არჩევის უფლება. ყველა უნიკალურია. შეგიძლიათ კამპანია ითამაშოთ როგორც მარტო, ასევე კოოპერატიულად. ასევე გაქვთ PvP რეჟიმი, სადაც მაქსიუმუმ 5 v 5 მატჩებს იხილავთ.
Battleborn - ის გამოსვლის ზუსტი თარიღია 3 მაისი. ტრეილერი შეგიძლიათ აქვე ნახოთ --- >