Starbreeze Studios-მა დააანონსა ახალი ჰორორის ჟანრის ონლაინ თამაში სახელად Dead by Daylight, რომელძეც მუშაობს სტუდია Behaviour Interactive Studios.
თამაშში მოთამაშე უნდა გაექცეს საშინელ მანიაკს და თავი გადაირჩინოს.მოთამაშეს შესაძლებლობა აქვს ითამაშოს როგორც მკვლელი მანიაკის როლი ასევე ოთხი პერსონაჟიდან ერთ-ერთის რომელიც თავისგ გადასარჩენად იბრძვის.საინტერესოა რომ თუ თქვენ გადაწყვეტთ მოირგოთ მანიაკის როლი და ინადიროთ მსხვერპლზე ამ შემთხვევაში თამაშს შესძლებთ პირველ პირში, მაგრამ თუ მსხვერპლის როლს მოირგებთ, თქვენთვის თამაში შესაძლებელი იქნება მესამე პირში.
შემქმნელების თქმით ამგვარი მიდგომა თამაშის გეიმფლეის დააბალანსებს რადგან მსხვერპლისთვის ბევრად იოლი იქნება მესამე პირში თამაში და გარემოს აღქმა.
Dead by Daylight დაანონსდა მხოლოდ PC პლათფორმაზე და უცნობია ვიხილავთ თუ არა მას კონსოლებზე.
თამაშის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.