Thursday, January 14, 2016

Hateful 8 - სიუჟეტი (რეცენზია)


გამარჯობა ეს ვენატუსია და ჩვენ ვაგრძელებთ საინტერესო სიახლეების ციკლს. მოგეხსენებათ, რომ ვენატუსის ობიექტი ფართოა რაც ნიშნავს იმას, რომ ვენატუსი მიმოიხილავს თამაშების გარდა ფილმებსაც, მეტიც თქვენ იხილეთ Star Wars-ის რეცენზია რომელიც ჩემი სუბიექტური აზრით, საკმაოდ საინტერესოა რადგან მაქსიმალურად არის მიაახლოვებული ფილმის რეალურ სტატუსთან. აი დღეს კი ჩვენ მიმოვიხილავთ, კუენტინ ტარანტინოს ახალ ფილმს სახელწოდებით, საძულველი რვა.



ფილმის მოქმედება ხდება ვაიომინგში სამოქალაქო ომის შემდეგ, ეს არის მთიანი შტატი სადაც ძალიან მკაცრი ზამთარი მოდის,რაც ამ ფილმისთვის იდეალური ადგილი აღმოჩნდა. სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ დაპირისპირებული მხარეები მართალია აღარ იყვნენ აშკარა კონფლიქტში ჩართულნი, თუმცა სამოქალაქო დაძაბულობა კვლავ არსებობდა, რაც თავის მხრივ გარკვეულწილად დანაწევრებულს და არაერთიანს ტოვებდა სრულიად ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურად აქტიურ თუ პასიურ საზოგადოებას. თავებზე მონადირე ჯონ რუტი არის ამ ფილმის იკონური პერსონაჟი და ამას პირველივე წუთებიდან მიხვდებით, ტიპიური Bounty Hunter- რომლისთვისაც, მთავარი მხოლოდ ფული და იარაღია ნუ რას ვიზამთ, მათთვის ეს მასტიმულირებელი ძალაა. დამიჯერეთ არავინ გაივლის ვაიომინგის ფერდობებს, მკაცრი ზამთრის პირობებში, უბრალო მიზნით. საუბარი მიდის, თავებზე მონადირე ჯონ რუტზე, რომელსაც დაჭერილი ყავს, დეიზი დომერგი ქალი, თუ შეიძლება ასე მოვიხსენიოთ ადამიანი, რომელიც დაჭერილი იქნა ჯონ რუტის მიერ, მკვლელი რომლის მსუბუქად, რომ ვთქვათ არაადეკვატურ პიროვნულ თვისებებს მალევე შეამჩნევთ. სიუჟეტის მიხედვით ჯონ რუტს დავალებული აქვს, დეიზი დომერგის ვაიომინგიდან რედ-როკში გადაყვანა იმისათვის, რომ დეიზი დომერგი რედ-როკში ხალხის წინ გაასამრთლონ. ჯონ რუტი ხელოვნურად ირთულებს ისედაც რთულად გასავლელ გზას და უხეშად რომ ვთქვათ ცოცხალს ტოვებს დამნაშავეს, მხოლოდ იმისათვის, რომ რედ-როკში მისი გასამართლებისას ჩამოხრჩობის პროცესის ხილვით დატკბეს და თავსი მანიაკალური მოთხოვნილება კიდევ ერთხელ დაკმაყოფილოს 



გზაში ისინი ხვდებიან ორ ახალ  პერსონაჟს, რომლებიც მოგვიანებით ამ ფილმის იკონური გმირები ხდებიან. გეტყვით, რომ სემუელ ელ ჯექსონმა, რომელიც თამაშობს ყოფილი ოფიცრის მარკიზ უორენის როლს, რომელსაც მოუხდა ვაიომინგის ტერიტორიებზე ყოფნა, შესანიშნავად ითამაშა თავისი როლი და გადმოგვცა ის რაც რეჟისორს სურდა. აღსანიშნავია, რომ ფილმში მარკიზ უორენი, ჯონის ანალოგიურად ასევე რედ-როკში მიემგზავრებოდა, მაგრამ შექმნილი პრობლემების გამო მას ფეხით მოუხდა მკაცრ ბუნებრივ პირობებში თავის გატანა. სიუჟეტის მიხედვით მარკიზ უორენი არ აღმოჩნდა ის ერთადაერთი , რომელსაც ასეთ მკაცრ პირობებში სატრანსპორტო საშუალება ჭირდებოდა და სწორედ სიუჟეტის მიხედვით  გავიგებთ, რომ ჯონ რუტი ოფიცერს დახმარებას გაუწევს და უორენს თან წაიყვანს. არის მე-2 პერსონაჟიც, რომელიც ბოლოსგადამწყვეტ ანუ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ეს არის, კრის მენიქსი რომლის როლსაც, უოლტონ გოგინსი ასრულებს.თავდაპირველად კრის მენიკსს ფილმში, საკმაოდ კომიკური ჩართვით იხილავთ მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მიხვდებით, რომ მსგავსად ზემოთხსენებული გმირებისა "რედ-როკის" მომავალ შერიფსაც აქვს გამჭრიახი გონება, რომლის წყალობითაც იგი  დანარჩენ გმირების კომპანიას უერთდება. ზემოთხსენებული ვაიომინგის ბუნებრივი პირობების ხაზგასმა აუცილებელია, რომ თქვენ კარგად გაიგოთ ამინდის მნიშვნელობა ამ ფილმში. სპოილერების გარეშე ნახსენების გადმოცემა და ახსნა რთული იქნება ამიტომ მხოლოდ იმას გეტყვით, რომ გარკვეული დროის შემდეგ, ოთხივე გმირი ძლიერი ქარბუგში მოხვდება რამაც გამოიწვია, ამ ოთხი პერსონაჟის  მინის დახლში დარჩენა. მინი არის ქალბატონი, რომელმაც გახსნა დახლი ვაიომინგის ტერიტორიაზე, რაც წარმოადგენს ვაიომინგის ცენტრაულ ნაწილს. სწორედ ამ ლოკაციაში და ასეთ ვითარებაში შევხვდებით დანარჩენ 4 საძულველ პერსონაჟს, კონკრეტულად კი ბობს, რომელსაც ფილმში ობიექტის კონტროლი ევალება, კონფედერაციის ყოფილ გენერალს სმიტერსს, კოვბოი გეიდჟს და რედ-როკის "ჯალათს" მომბრეის, რომლის როლსაც, ტიმ როტი ასრულებს. 
ფილმისთვის ეს ეპიზოდი ყველაზე მნიშვნელოვანია რადგან ამ თავიდან, თქვენ იგებთ არამარტო პერსონაჟების ხასიათს არამედ, სიუჟეტის მრავალწახნაგოვან ფორმას, რომელიც თითოეულ თავში ფორმას იცვლის. კუენტინ ტარანტინომ წარმოგვიდგინა 5 ძირითადი თავი, რომელთაგანაც თითოეული მათგანი მნიშვნელოვანია, რომ კარგად გაიგოთ რედ-როკის არსებითი მნიშვნელობას. კუენტინ ტარანტინო წარმოგიდგენთ 4 ნაწილს, რომელიც პირდაპირ დაგანახებთ მიმდინარე მოქმედებას, სადაც დომინირებს, საძულველი 8-ის თითოეული გმირი და წარმოგიდგენთ ერთ დამაკვშირებელ ხიდს, რისი მეშვეობითაც თქვენ პრობლემატიური რაკურსით იხილავთ, რედ-როკის, დეიზი დომერგისა და დანარჩენი გმირების კავშირს. 





2013 წელს კუენტინ ტარანტინომ აღნიშნა, რომ მუშაობდა ახალ ფილმზე მან კონკრეტულად თქვა ის, რომ იმუშავებდა ვესტერნზე მაგრამ აღნიშნა ისიც, რომ ნახსენები არავითარ კავშირი არ იქნებოდა, ჯანგო გათავისუფლებულთან.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად კუენტინ ტარანტინომ უარი თქვა ფილმზე. მაგრამ 2014 წელს მაისში, მან განაცხადა, რომ დაწერა პროექტისთვის 2 დასასრული, რომელთაგანაც შერჩეული იქნა მხოლოდ ერთი. რათქმაუნდა ნახსენების გაშუქების უფლება არ მაქვს რადგან თავგადასავალი, რომელსაც რეჟისორი თქვენთვის ამზადებდა, თქვენივე თვალით უნდა იხილოთ. 


საძულველი რვა შედგა ! 10/10
ავტორი: ლუკა ზარანდია. 





რეკლამა