Wednesday, December 16, 2015

The Division - Q&A Community


  გიბრუნდებით ახალი სიახლით კვლავადაც The Division-ით. Ubisoft Massive-მა ჩაატარა, Community Question and Answer სესია სადაც სხვადსხვა Youtube ბლოგერებმა, დეველოპერებს კითხვები დაუსვეს კითხვები თამაშთან დაკავშირებით. პროცესი კითხვა-პასუხის ფორმატით მიმდინარეობდა. 

"გამარჯობა მე ალექსი ვარ, Arekkz Gaming-ის ხემძღვანელი და ძალიან მაინტერესებს შემდეგი რამ, შეიძლება თუ არა თამაშის შუა მიმდინარე პროცესში, სხვადახსვა სქილის გააქტიურება ? მაგალითად, მჭირდება სქილი, რომ გავუწიო ჩემ თანაგუნდელს, სამედიცინო დახმარება ისე, რომ ბაზაზე არ დავბრუნდე, ანუ საჭიროების შემთხვევაში და შემდეგ ავირჩიო სხვა სქილი სამედიცინო დახმარების ნაცვლად, აი მაგალითად თავდასხმითი ფუნქციიდან ნებისმიერი რამ ? 

Skill box menu წვდომას თქვენ მიიღებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც გახსნით მას. პარალელურ რეჟიმში თქვენ შეგეძლებათ, გამოიყენოთ თამაშის ამ ფუნქციისთვის შესაბამისი მენიუ, რომ გამოიყენოთ შესაბამისი სქილი (რაც კითხვის ავტორს აინტერესებდა). და შემდეგ შეცვალოთ მისი ხასიათი. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ზოგადად, მენიუს ხასიათი ანუ ყოველთვის არ დაგჭირდებათ, გეიმპროცესის შეწყვეტა და ამ ოპერაციების ჩატარება. 

გამარჯობა Ubisoft Massive  მე ვარ, Caleb მაინტერესებს მოგვეცემა თუ არა საშუალება, შევცვალოთ იარაღის ვიზუალური მხარე (ნაგულისხმებია კოსტუმიზირების რეჟიმი). 

თავდაპირველად თქვენ მოგეცემათ მხოლოდ სტანდარტული კომპლექტაციის იარაღები, ანუ სხვადასხვა ფორმის ვიზუალური, დამატებების გარეშე. მაგრამ რათქმაუნდა ჩვენ გავითვალისწინეთ ეს ფუნქციაც, თამაშში შეხვდებით იარაღების გარკვეულ კატეგორიას, რომელბსაც ექნებათ ეს ფუნქცია. თქვენ მოგეცემათ საშუალება იარაღს საინტერესო გაფორმება მოუძებნოთ შეცვალოთ ფერი ან Decal Paint work გარდა ამისა, ჩვენ გავითვალისწინეთ იარაღის სრული მოდიფიკაციაც რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეცვლით ან დაუმატებთ იარაღს სხვადახსვა "სპეციალურ დამატებებს" მაგალითად, ხმის დამხშობს და ა.შ.

გამარჯობა მე ვარ ლორი, მაინტერესებს რამდენი პერსონაჟის შექმნის საშუალება მომეცემა ? 

თქვენ მოგეცემათ საშუალება იქონიოთ 4 პერსონაჟი, ერთდროულად. 
თავდაპირველად თქვენ უნდა აირჩიოთ მხოლოდ 1 პერსონაჟი, შემდეგ კი შექმნით დანარჩენ 3 პერსონაჟს, განსხვავებული ხასიათით (ეს თქვენზეა დამოკიდებული) და მას შესაბამის სირთულეს შეუსაბამებთ. 



იხილეთ მეტი ინფორმაცია ვიდეოზე. 



რეკლამა