სტუდია Gearbox-მა, რომელსაც Borderlands-ის სერიით აქვს სახელი განთქმული, თავისი არსებობის 16 წლის განმავლობაში პირველად ხსნის ახალ ოფისს, როგორც იცით მთავარი სტუდია ფრისკოში, ტექსასის ერთერთ ქალაქშია, ხოლო ახალი სტუდია დაიწყებს მუშაობას კანადაში, კერძოდ ქალაქ კვებეკში.
სტუდია Gearbox Studios Quebec ნელნელა ლაგდება და მთავარ ოფისს დაეხმარება თითქმის ყველა მომავალი პროექტების დამზადებაში, იქნება ეს Borderlands, Brothers In Arms თუ Battleborn (რომელიც ნახევარი წლის შემდეგ გამოდის).
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ კანადაში არც ისე დიდი ხნის წინ სტუდია Bethesda Game Studios-მაც გახსნა ახალი ოფისი, ხოლო მათ ქალაქ Montreal-ში.
აქვე იხილეთ ჩვენი Borderlands 2-ის გახილვაც: