Monday, June 19, 2017
Take Two - მოდიფიკაციების წინააღმდეგ
პატარა ბექსტორი:
ამა წლის 11 ივნისს Rockstar-მა გამოუშვა განახლება, რომელსაც წესით, უნდა მორგებოდნენ მოდიფიკაციისთვის საჭირო პროგრამები. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ Rage Plugin Hook-მა შეძლო მორგება ამ განახლებაზე, OpenIV დაბლოკეს, ხოლო Scripthook V-ის განახლებას ჯერ კიდევ ელოდება საზოგადოება.
Take Two-ს წერილი განცხადებით, მათ დაბლოკეს OpenIV, იმ მიზეზით, რომ ზოგიერთი მოთამაშე არასამართლიანად იყენებდა ზემოთ ნახსენებ პროგრამას და MP-ში უპირატესობას იღებდა მოწინააღმდეგეზე ან თვითონ სერვერზე, რაც Take Two-ს თქმით დაუშვებელია. მათ უარი განაცხადეს ნებისმიერ შემდგომ კომენტარზე ამ თემასთან დაკავშირებით, წერილის ბოლოს კი დასძინეს, რომ Take Two ყველანაირად ეცდება გამოასწოროს სიტუაცია და მოდერებთან კონსესუსი დაამყაროს.
დღეის მდგომარეობით, GTA V-ის სტიმის ოფიციალურ გვერდზე სრული ქაოსია, 41 ათასამდე განხილვა და აქედან მხოლოდ 13% დადებითი. რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო თვეში დაწერილ განხილვათა 87% ნეგატიურია. ეს საკმაოდ აისახება თამაშის მარკეტინგზე.
რათქმაუნდა სტიმის განხილვები არ არის ერთადერთი გზა, რომლითაც საზოგადოება ცდილობს მიაწვდინოს ხმა Take Two-ს. მათ შექმნეს ონლაინ პეტიცია რომელსაც უკვე 53 ათასამდე ხელმოწერა აქვს.
მე, როგორც LSPDFR-ის აქტიური მოთამაშე, ძალიან იმედგაცრუებული ვარ ამასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ ბევრი ქართველი დამეთანხმება GTA V-ის საზოგადოებიდან, რომ ეს "ცენზურა" ასე რომ ვთქვათ მოდერების მიმართ საკმაოდ უკან დახევს თამაშს და 2013 წლის ეპოქაში დააბრუნებს. იმედი მაქვს Take Two შეცვლის გადაწყვეტილებას, ამისთვის აუცილებლად მოაწერეთ ზემოთხსენებულ პეტიციას ხელი.