Monday, June 5, 2017

Breaking Bad-ს ექნება VR გამოცდილება

      Breaking Bad-ის შემქმნელმა, ვინს გილიგანმა, ოფიციალურად დააანონსა მის ჰიტ-სერიაზე დაფუძნებული VR გამოცდილება PlayStation VR ჰედსეტისთვის.
      Sony-ს თავისი VR ტექნოლოგიის გამოსაცდელად რამდენიმე ცნობილი ტელეპროდიუსერი ჰყავდა დაპატიჟებული, რის შედეგადაც გილიგანი მოიხიბლა და სპეციალურ პროექტზე მუშაობაში დაინტერესდა.

Transformers-ს, Justice League-ს და მეტ ფილმს/სერიალს
ექნება საკუთარი VR გამოცდილება.

      პროექტზე ბევრი არაა ცნობილი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს არ იქნება თამაში და გამოყენებული იქნება კომპიუტერული გრაფიკა. ჯერჯერობით არ გამოვლინდა, თუ ზუსტად რა ფორმატს უნდა მიჰყვეს ეს გამოცდილება, ეპიზოდური იქნება თუ არა ან რა სიგრძის. ასევე - დაბრუნდებიან თუ არა მსახიობები თავიანთი როლებისთვის?

მე პირადად ვფიქრობ, რომ დაბრუნდებიან.

      როგორც იცით, Breaking Bad იყო არნახული წარმატების მქონე ტელესერიალი (და მოხვდა არაერთ ტოპ ათეულში). ის 2013 წელს მეხუთე სეზონით დასრულდა. მას  მოგვიანებით მოჰყვა სპინოფი Better Call Saul, რომელიც დღემდე გრძელდება და მოწონებაც მოიპოვა. საინტერესოა, ეს გამოცდილება რა სიუჟეტს უნდა მიჰყვეს (თუ სიუჟეტი ექნება საერთოდ).
      პროექტზე გილიგანი თანამშრომლობს Sony-ს PlayStation-ის დივიზიასთან. დამატებითი ინფორმაცია მომავალში მოგვევლინება. Stay tuned!

რეკლამა