ინტერნეტში გავრცელდა Far Cry 5-ის ტრეილერი. ბევრის აზრით, ნახტომს დეველოპერები, ძველი, ქვის ხანიდან ახალ, ველურ დასავლეთში გააკეთებენ, რაც პირდაპირი კონკურენტი იქნება Red Dead Redemption 2-ის, რომლის გამოსვლაც ასევე ამ წელს იგეგმება. არსებობს მოსაზრება, რომ Far Cry-ს დეველოპერებმა გადაწყვიტეს ანტი-ქრისტიანული თამაში გაეკეთებინათ, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ამის გამო შემქმნელები დიდ კრიტიკას მიიღებენ. ესეც რომ არ იყოს, ველური დასავლეთი ხომ გაცილებით უფრო საინტერესოა, ვიდრე ის ისტორია, ვიღაც ქრისტიანი რედნეკი როგორ დარბის და ხოცავს უწმინდურებს. მოკლედ ალბათ დამეთანხმებით, რომ "Horror Far-Cry-ს" გაცილებით აჯობებს "Wild Wild West Far-Cry". თუმცა თამაშის ტიზერში ერთი ნიუანსია, შენობები გაცილებით უფრო ახალი ჩანს, ვიდრე ველურ დასავლეთში იქნებოდა. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ლოკალიზაცია "Hope Country" - "იმედის ქალაქი" უფრო სტივენ კინგის რომელიღაცა მისტიკურ თრილერს მოგაგონებთ, რამაც შესაძლოა თამაშის საშინელებათა ჟანრისკენ წაყვანაზე მიგვითითოს.
მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, თვითონ ნახეთ ტიზერი და განსაჯეთ :
თამაშის გამოსვლა 2017 წელს იგეგმება.