Sleeping Dogs იყო ჰიტი, თუმცა ფინანსურად წარუმატებელი. |
ახლა კი დროა სასიხარულო ამბისთვის - გაირკვა, რომ კინოადაპტაციაზე მუშაობა მიმდინარეობს და მისი პროდიუსერი იქნება ნილ მორიცი - Fast & Furious, 21 Jump Street და ჰიტ-სერიალ "გაქცევის" პროდიუსერი, და მისი რეზიუმე Sleeping Dogs-ის კინოადაპტაციისთვის ზუსტადაც შესაფერისი ჩანს . არამარტო ეგ - მთავარ როლში ვიხილავთ დონი იენს (თვით იპ-მანი, და წინა წლის Rogue One-ის ერთ-ერთი ვარსკვლავი).
დონი იენი Ip Man-ის კინოსერიაში |
თვით თამაშის შინაარსი აშკარად შთაგონებული იყო საკმაოდ პოპულარული სიუჟეტური ელემენტებით - მთავარი გმირია ჰონგ-კონგის ერთ-ერთი პოლიციელი, რომელსაც ჰონგ-კონგის ტრიადაში შეღწევა და მისი განადგურება ევალება. მსგავს შინაარსებს ხშირად ვხედავთ კინოინდუსტრიაში, შეიძლება გაგახსენდეთ Rush Hour, Flash Point (სადაც დონი იენი მთავარ როლშია), SPL : Kill Zone(აქაც) ან თამაშის შემდეგ გამოსული გენიალური The Raid 2 : Berandal (გირჩევთ ნახოთ).
რას ფიქრობთ ამ ამბავზე - აქვს Sleeping Dogs-ის ადაპტაციას წარმატების შანსი? კიდევ რა კინოადაპტაციებს ისურვებდით და რომელ რეჟისორებს და მსახიობებს აიყვანდით? კომენტარებში გვაცნობეთ.