Monday, February 20, 2017

წლის თამაშის კანდიდატი? Horizon : Zero Dawn-ის განხილვები

The hype is real

     
სერიის უახლესი
წარმომადგენელი
       
        ბევრი გეიმერი იცნობს სტუდია Guerrilla Games-ს თავისი განთქმული, მაგრამ კრიტიკულად შერეული წარმატების მქონე Killzone-ის სერიისთვის. ამ PS4-ისთვის ექსკლუზიურმა FPS-ებმა ბევრს თავი მოაწონა თავისი უნიკალური სეტინგით, მტრებით და გეიმპლეი ელემენტებით, მაგრამ სტუდიისთვის დრო იყო, რამე ახალი გამოეცადათ.

         Horizon : Zero Dawn არის Action-RPG მესამე პირის პერსპექტივიდან, FPS-ისგან ძალიან განსხვავებული ჟანრი. Guerrilla დიდ რისკზე გავიდა ახალ ჟანრთან გამოუცდელობის გამო, მაგრამ რისკმა გაამართლა და სტუდიამ ნამდვილად თავის თავს აჯობა და ძველი შეცდომებიც კი გამოასწორა.

Horizon : Zero Dawn -ის სამყარო

        თამაშის სიუჟეტი ვითარდება შორეულ მომავალში, როცა ტექნოლოგიური პროგრესი ხელიდან წავიდა, ადამიანები ისევ დაუბრუნდნენ ტომური ცხოვრების სტილს და დედამიწა აივსო რობოტული არსებებით. მთავარი გმირი არის ელოი, განდევნილი თავისი ტომიდან. მას პატარაობიდან ზრდასრულ ასაკამდე მიჰყვებით . მისი მიზანია, გაიგოს პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე.
         თამაშში თქვენ ებრძვით გიგანტურ რობოტებს, აწყობთ ნივთებს კრაფტინგ სისტემით, აგროვებთ რესურსებს, ათვალიერებთ სამყაროს, skill tree-ს მეშვეობით ლეველდებით და ახალ უნარებსაც იძენთ. 
         
გეიმპლეის კადრები თამაშიდან

         Metacritic-ზე თამაშს აქვს ჯერჯერობით ძალიან მაღალი 89/100, 66 განხილვიდან, ანუ ნიშანი წესით დიდად არ შეიცვლება.
          უპირველეს ყოვლისა, განმხილველებს მოსწონთ საბრძოლო სისტემა, რომელიც მათთვის წარმოადგენს Horizon : Zero Dawn-ის უმთავრეს ელემენტს. გეიმპლეის სიღრმე და ხალისი თამაშს ერთი დონით მაღლა წევს. მოწონილია ასევე უნიკალური სამყარო და ატმოსფერო, რობოტების კრეატიული დიზაინები, ლამაზი გრაფიკა და არტ-სტილი. ეს ყველაფერი, რაც სტუდიას წინა თამაშებთანაც კარგად გამოსდიოდა.
          მაგრამ აქ ხდება ერთი დივერსია - ამჯერად განმხილველებს სიუჟეტი და პროტაგონისტიც მოეწონათ, რაც Killzone-ის სერიისთვის ყოველთვის პრობლემატური იყო. არამარტო ეგ, შესაძლოა ელოი იყოს ერთ-ერთი ყველაზე სამახსოვრო ქალი პროტაგონისტი ლარა კროფტთან ერთად, რაც სტუდიისთვის ნამდვილად დიდი მიღწევაა.

წინ საინტერესო თავგადასავალი გელით
         ცხადია, ამ მაღალი შეფასებების კვალზე, დიდი ალბათობით Horizon : Zero Dawn წლის თამაშის ერთ-ერთ კანდიდატადაც გამოდგება. ჯერჯერობით SONY-მ 2017 წელი PS4-ის ექსკლუზივებისთვის ძლიერად დაიწყო. ვიმედოვნოთ, რომ ასე გაგრძელდება და ეს წელი სხვა პლატფორმებისთვისაც ძლიერი იქნება.

რეკლამა