2013 წლის Shadow Warrior იყო იმავე სახელობის 1997 წლის კლასიკის reboot, რომელმაც (უმეტესად მომხმარებლებისგან) მოწონება დაიმსახურა სწრაფი გეიმპლეის, ლეველების დიზაინისა და ბნელი იუმორის წყალობით. წლებში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი თამაში, რომელიც old school გზით წავიდა.
წელს Lo Wang ბრუნდება, ამჯერად მეგობრებთან ერთად. ახლა დემონების მოსპობით შეგიძლიათ დაკავდეთ 3 მეგობართან კოოპერატივში. დამატებულია ახალი მექანიკები - ორმაგი ხტომა და კედლებზე ცოცვა. ამასთან ერთად, ლეველებს (მცირე გამონაკლისებით) ექნებათ რანდომულად გენერირებადი სტრუქტურა. იქნება უამრავი pick - up, და 70-ზე მეტი იარაღი.
გეიმპლეი ქვემოთ იხილეთ. თამაშის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.