Wednesday, July 20, 2016

Deus Ex : Mankind Divided - ახალი გეიმპლეი ვიდეოები

    Deus Ex : Mankind Divided-ის გამოსვლის თარიღი ახლოვდება და, როგორც მოსალოდნელია, ვხედავთ სულ უფრო მეტ გეიმპლეი ვიდეოს.
    აქ გვაქვს 3 ვიდეო, რომელიც ფოკუსირებულია თამაშის სხვადასხვა ასპექტებზე - დიალოგზე, სტელს-გეიმპლეისა და პირდაპირ შეტევებზე. იკვეთება საკმაოდ ღრმა და დინამიური დიალოგური ხეები, საინტერესო გაჯეტები და აქამდე უნახავი იარაღი.
    თამაშის შინაარს შეგახსენებთ - სიუჟეტი ვითარდება 2029 წელს , Human Revolution-დან 2 წლის შემდეგ. წინა ნაწილში მომხდარი ინციდენტის შედეგად, "ჩვეულებრივ" და აუგმენტირებულ ადამიანებს შორის დიდი უფსკრული გაჩნდა, კაცობრიობა ორად დაიყო (სათაური როგორც მიგვანიშნებს). ამ არასტაბილურ სიტუაციაში აღმოჩნდება მთავარი გმირი - ადამ ჯენსენი. 
     Mankind Divided გამოდის 23 აგვისტოს. შეგიძლიათ ქვემოთ ნახოთ ვიდეოები :
1. დიალოგი

2. არალეთალური სტელს გეიმპლეი


3. როდესაც სტელსი ჩავარდება


რეკლამა