Frontwire Studios , რომლის წევრებიც არიან დაუსრულებელი Battlefront 3-ის ფანები, აპირებს თამაშის საკუთარი რიმეიკის, Galaxy in Turmoil-ის გამოშვებას Steam-ზე. უფასოდ.Valve-სთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.
Star Wars : Battlefront(PS2) და Battlefront II(PC,PS2) იყო ფან-ფავორიტი თამაშები. მიუხედავად სოლო კამპანიის შერეული წარმატების , მათი Multiplayer იყო მიჩნეული ერთ-ერთ საუკეთესოდ. ლამაზი გრაფიკა, 150+ არჩევადი პერსონაჟი, მრავალფეროვანი საბრძოლო ტრანსპორტი.
მესამე ნაწილი ვერ შედგა, რის ნაცვლადაც მივიღეთ DICE-სგან სერიის reboot , რომელმაც, სამწუხაროდ, კრიტიკოსებისგან და განსაკუთრებით ფანებისგან ისეთივე მოწონება ვერ მიიღო. თამაშს ჰქონდა ულამაზესი გრაფიკა და დიდი მასშტაბი, მარგამ განიცდიდა კონტენტის(რუკების,იარაღების და mode-ების) საზარელ ნაკლებობას, თავდაპირველი თამაშებისგან განსხვავებით.
Galaxy in Turmoil-ს რაც შეეხება, გაურკვეველია როგორი რეაქცია ექნება EA-ს ან Disney-ს . ეს განსაკუთრებით საინტერესოა, რადგანაც EA ძალიან ბევრ მომავალ Star Wars პროექტს გეგმავს. ვიმედოვნოთ, რომ უფასო რიმეიკს არ ჩამოაგდებენ და თვით თამაშიც იმედგაცრუება არ იქნება. May the force be with you, Frontwire.