Tuesday, March 22, 2016

"X-Men: Apocalypse" - მხოლოდ ძლიერი გადარჩება



ალბათ ბევრმა ნახა ახალი იქს-ადამიანების თრეილერი, ხოლო ვისაც ჯერ არ გინახიათ გირჩევთ უყუროთ, რადგან იქს-ადამიანების ისტორია უფრო და უფრო დაძაბული და არეული ხდება. ალბათ ყველას გაგიკვირდათ თუ რატომ არ იყო თრეილერში ლოგანი, ხო იმ სამურავზე (Wolverine) ვიძახი წინა ნაწილში წარსულში რომ იმოგზაურა. მინდათ იმედები გაგიცრუოთ და გითხრათ რომ ის ფილმში არც იქნება, რადგან წინა ნაწილის "X-Men: Days Of Future Past"-ში ის ნახევრად მკვდარი წყალში ჩავარდა, რა თქმა უნდა ის არ მოკვდა თავისი რეგენერაციის წყალობით, მაგრამ როდესაც გამოიღვიძა ის წარსულის ლოგანი იყო და ჯერ სხვა იქს-ადამიანებს არც კი იცნობდა. საინტერესოა ხომ.



ასევე კიდევ ერთი თავსატეხია თუ ვინ არის აპოკალიფსი (Apocalypse). აპოკალიფსი ყველაზე პირველი მუტანტი იყო, რომელსაც ღმერთად თვლიდნენ და არა მარტო სხვები, არამედ თვითონაც თავის თავს ღმერთად თვლის. იგი უკვდავია, მან ჩათვალა რომ სამყარო არ იყო მისთვის საინტერესო და დაიძინა იქამდე სანამ ვინმე არ გააღვიძებდა, და შესაძლოა ეს ვიღაც ლოგანი აღმოჩნდა, როდესაც წინა ნაწილში წარსულში იმოგზაურა. აპოკალიფსს ყოველთვის ოთხი მიმდევარი ყავს, და ამჯერად მან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მუტანტების ოთხეული აარჩია, როგორც თრეილერში ჩანს ესენი არიან: მთავარ ანგელოზი, შტორმი, მაგნიტო და პსაილოქი. აპოკალიფსი ისახავს მიზნად ძველი სამყაროს განადგურებას და მის ზედაპირზე ახლის აშენებას.



ფილმი მოეწონებათ ასევე "სამეფო კარის თამაშების" (Game Of Thrones) ფანებსაც, რადგან ამ ფილმში იქნება "სამეფო კარის თამაშების" ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი. სოფი ტერნერი იქს-ადამიანების ახალ ნაწილში ახალგაზრდა ჯინ გრეის როლს შეასრულებს, რომელიც მთელი Marvel-ის ისტორიაში ერთ-ერთ უძლიერეს სუპერგმირად ითვლება. ფილმში ძირითადად იაქტიურებენ მისტიკი, ქუიქსილვერი, მხეცი, ციკლოპი, ნაითქრაულერი და ფენიქსი. და რა თქმა უნდა აუცილებლად ვნახავთ მელოტ პროფესორ იქსს. ასევე ოფიციალურად დადგინდა რომ სწრაფი მუტანტი ქუიქსილვერი მაგნიტოს შვილია, აქამდე ეს უბრალოდ ვარაუდი იყო.



ფილმი იქნება იმდენად შოკისმომგვრელი და ეფექტებით სავსე, რომ ყველაზე დიდ კრიტიკოსსაც კი გააოცებს, და რაც მთავარია გაითვალისწინეთ რომ ასეთ ფილმს კინო თრეატრში უნდა უყუროთ, აფეთქებები დიდ ეკრანზე უფრო დამაჯერებელია.

რეკლამა