Wednesday, March 23, 2016

"DareDevil" - სეზონი მეორე, ღირს ყურება?!


სათაურიდან გამომდინდარე ალბათ დაგაინტერესდათ ღირს თუ არა სერიალ "დეარდევილის" (Daredevil) ყურება. მინდა გითხრათ რომ ღირს, ეს სერიალი ხომ MARVEL-ის საუკეთესო სერიალად დასახელდა, რეიტინგით "სამეფო კარის თამაშებს" დაეწია თითქმის. სერიალის მეორე სეზონში იმდენი საინტერესო რამ მოხდა რომ არ უნდა გამოტოვოთ. თუ პირველი სეზონი არ გინახიათ, იმით დაიწყეთ, მაგრამ დამიჯერეთ დამსჯელის (Punisher) და ელეკტრას (Elektra) გამოჩენას სერიალში ვერ გადაურჩებით.



სერიალი უფრო საინტერესო მაშინ გახდა როდესაც ჯონ ბერნტალმა გადაწყვიტა კიდევ ერთი კომიქსის პერსონაჟის როლის შესრულება ფილმში და დამსჯელის როლზე დათანხმდა, სწორედ ასე მოხვდა იგი "მოსიარულე მკვდრებიდან" (The Walking Dead) - დეარდევილამდე. მისი პერსონაჟი ფილმში სასტიკი და დაუნდობელია, მაგრამ ეს ყველაფერი მისი აზრით კარგია რადგან ისინი ვინც კლავენ თვითონაც უნდა მოკვდნენ.
ფრენკ ქესთლი იყო ადამიანი რომელსაც ოჯახი დაუხოცეს და მასაც თავში მოარტყეს ტყვია, მაგრამ ის გადარჩა და შურისძიება დაიწყო, თანაც ის გამოცდილი სპეც დანიშნულების წევრია და შურისძიება არ გაუჭირდებოდა. დამნაშავეების მკვლელობისას იგი წააწყდა დეარდევილს, რომელმაც ქესთლი გადაარჩინა და პოლიციას მიაბარა, მაგრამ ასე არ მთავრდება დამსჯელის ისტორია სერიალში. თვითონ სახელი - დამსჯელი პოლიციაში შეარქვეს, თავიდან ეს უბრალოდ კოდური სიტყვა იყო, მაგრამ კარგი ზედმეტ-სახელი აღმოჩნდა.



ასევე სერიალში გამოჩნდა მარველის კიდევ ერთი პერსონაჟი ელეკტრა, რომლის როლიც ელოდი იუნგმა შეასრულა. შეიძლება ბევრი ელეკტრას ადრეც იცნობდა ფილმიდან "Daredevil", ოღონდ ფილმიდან, ფილმიდან სადაც მთავარ როლს ბენ აფლეკი ასრულებს, მაგრამ როგორც გაირკვა ბენ აფლეკს ბეტმენობა უფრო უნდოდა და სურვილი აუხდა კიდეც. ახლახანს გამახსენდა რომ 27 მარტს არის კავეა ისთ-ფოინთში ტურნირი "Injustice: Gods Among Us"-ში. კარგით მივუბრუნდეთ დეარდევილს და ელეკტრას. სერიალის მეორე სეზონში ელეკტრა მოულოდნელად ჩნდება მეთ მორდაკის ცხოვრებაში მაგრამ არა პირველად, აღმოჩნდა რომ მეთი ელეკტრას აქამდეც იცნობდა და არა მარტო იცნობდა, მათ რაღაც გრძნობები აკავშირებდათ. მაგრამ მეთს ელეკტრასთვის არ სცალია, იგი თითქოს შეყვარებულია მისი და ფოგის თანაშემწეზე, გოგოზე რომელიც ერთ დროს მათი კლიენტი იყო. ელეკტრას აქვს საქმე იაკუძასთან, მაგრამ როგორც აღმოჩნდა იაკუძა არ არის მისი მტერი და ვინც არ უნდა იყოს მეთი ანუ დეარდევილი ეხმარება ელეკტრას მათ მოშორებაში. ასევე სერიალში ძალიან დაიძაბა ურთიერთობა ფოგი ნელსონსა და მეთ მორდაკს შორის, როგორც ვიცით წინა სეზონიდან გამომდინარე ფოგის მოსწონს კარენ პეიჯი, მაგრამ რატომღაც კარენმა მეთი არჩია, და ასევე ფოგის და მეთს ჰქონდათ უთანხმოება რაღაც საკითხებზე.



ამ სეზონში დეარდევილის მთავარ მტრად ითვლება ეგრედწოდებული "ხელი"(The Hand) რომელსაც ჰყავს ნინძების არმია. ბევრის თქმა არ მინდა სერიალის ბოლო ნაწილებზე, რადგანაც არ მინდა ყურების სურვილი დაგეკარგოთ, რადგან უკვე გეცოდინებათ როგორ დამთავრდება სერიალი. ასევე სერიალში იყო პატარ-პატარა დეტალები რომლებსაც მხოლოდ დაკვირვებული თვალი შეამჩნევს, ან კომიქსების მოყვარული რადგანაც ამ დეტალებს მხოლოდ კომიქსებთან თუ  დავაკავშირებთ. სერიალი ძალიან ხარისხიანად არის გადაღებული და ბრძოლაზე და ეფექტებზე ვერაფერს ვიტყვი, ასევე კარგი იყო სცენარიც, მიუხედავად იმისა რომ ადვოკატური კონფლიქტები ცოტათი მოსაწყენი იყო. არ ვიცი გაიგეთ თუ არა მაგრამ იძახიან რომ ახალ შურისმაძიელბებში - "შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი"-ში (Avengers: Infinity War) იქნება ძალიან, ძალიან ბევრი სუპერგმირი და რა თქმა უნდა მათ შორის იქნება დეარდევილიც, დამსჯელიც და ელეკტრაც. დეარდევილის მესამე სეზონზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ შემიძლია გითხრათ რომ გამოდის ახალი სერიალი სადაც თქვენი საყვარელი სუპერგმირები ერთად იქნებიან: დეარდევილი, ჯესიკა ჯონსი, ლუკ კეიჯი და რკინის მუშტი გაერთიანდებიან, ხოლო თუ გაინტერესებთ ვინ არის რკინის მუშტი არ გამოტოვოთ Netflix-ის სერიალები და ნახავთ.

რეკლამა