დღევანდელ დროში, როცა თამაშები ისეთი დახვეწილი და მრავლისმომცველია როგორც არასდროს, შედარებით უკანა პლანზე გადაინაცვლა ერთ დროს ძალიან პოპულარულმა ჟანრმა beat 'em up, მაგრამ კონსოლებს შორის პირველი ომის პერიოდში საქმე სულ სხვაგვარად იყო. ომის ერთერთი მონაწილე, სეგა და მისი კონსოლი Mega Drive(Genesis) გამოირჩეოდა ამ ჟანრის თამაშების სიმრავლით.
მათ შორისაა სერია Streets of Rage, კონსოლზე გამოვიდა სამი თამაში:
პირველი თამაში როგორც ყველაზე ძველი გარკვეულ წილად დაუხვეწავია, გრაფიკა 16 ბიტიანი კონსოლისთვისაც კი უხეშია, მაგრამ 1991 წლისთვის ეს არცაა გასაკვირი. დასაწყისში საშუალება გვეძლევა ავირჩიოთ სამი გმირიდან ერთ-ერთი
გეიმფლეი ჟანრის სტანდარტებს მიყვება, 8 სთეიჯის განმავლობაში მოგიწევთ გაუსწორდეთ წვრილმან ბანდიტებს, რათა საბოლოოდ ბოსამდე მიაღწიოთ. საბოლოო მიზანია იპოვოვოთ საიდუმლოებით მოცული კრიმინალური ავტორიტეტი ბატონი ექსი (Mr. X). ბრძოლის მექანიკა საკმაოდ მარტივია და სასიამოვნოა: ყველა გმირს შეუძლია სპეციალური შეტევის გამოყენება, როცა იძახებს პოლიციის მანქანას და ყველა ეკრანზე მყოფ მოწინააღმდეგეს აყენებს დიდი რაოდენობით ზიანს
აღსანიშნავია რომ თამაშს აქვს ალტერნატიული დასასრული სადაც შეგიძლიათ დაამარცხოთ მისტერ ექსი და დღე გადაარჩინოთ ან მისი ადგილი თავად დაიკავოთ.
მეორე თამაში პირველის გაგრძელებაა, ის ქრონოლოგიურად მიყვება კარგ დასასრულს გეიმფლეის მხრივ კი სრულყოფს პირველის ფორმულას, ამჯერად დარტყმის შემდეგ ხედავთ მოწინააღმდეგის Heath bar_ს, გრაფიკა იმდენად კარგია რამდენადაც ამის საშუალებას კონსოლი იძლევა. შეცვლილია სპეციალური შეტევის მექანიკა, ამჯერად პოლიციელი დამხმარის გამოძახების ნაცვლად პერსონაჟი სპეციფიურ ილეთს აკეთებს. ამ ილეთების გამოყენება შეიძლება ნებისმიერ დროს საკუთარი Heath_ის ფასად
პირველი თამაშის ნაცნობ ბანდიტებს ემატება ახლები, ბოსები შეცვლილია, მაგრამ უცვლელია ანტაგონისტი, ბატონი ექსი რომელმაც ამჯერად პირველი თამაშის ერთ-ერთი გმირი ადამი გაიტაცა. სამაგიეროდ პროტაგონისტებს ემატება ადამის მეგობარი მაქსი და მისი ძმა სკეიტი. ამჯერად ალტერნატიული დასასრულები ნაცვლად მხოლოდ ადამის გადარჩენას უნდა დასჯერდეთ. ამის მიუხედავად თამაში თავისი ეპოქისა და ჟანრის საუკეთესო წარმომადგენელია და არავის დატოვებს უკმაყოფილოს.
მესამე ნაწილი სერიის სუსტ რგოლად ითვლება, თამაში კონსოლის სიცოცხლის დასასრულს გამოვიდა შესაბამისად შედარებით ნაკლებად ცნობილია, ის ჰგავს მეორე ნაწილის გაგრძელებას, გაუმჯობესებები რთული შესამჩნევია ამასთან წინა თამაშებისგან განსხვავებით ფერები შედარებით ნაკლებად მკვეთრია, თუმცა ამის მიუხედავად თამაშს აქვს ბევრი რაინტერესო თვისება. თუკი იოლ მოდში ითამაშებთ დასასრული იქნება მეექვსე სთეიჯი, რომლის ბოლოსაც რობოტ მისტერ ექსს დაამარცხებთ მაგრამ სხვა სირთულეებში თამაშს აქვს ორი ალტერნატიული დასასრული, ერთი თუკი მეექვსე სთეიჯის დასასრულს იპოვნით პოლიციის უფროსს გადახვალთ რობოტების ქახანაში სადაც შეებრძოლებით თამაშის ყველაზე რთულ ბოსს, დოქტორ დამს, რის შემდეგაც საბოლოო ბრძოლა მოგელით მისტერ ექსის ტვინთან. თუკი მეექვსე სთეიჯის ბოლოს ვერ გადაარჩენთ პოლიციის უფროსს თამაში სხვანაირად დასრულდება, თქვენ ვერ ნახავთ რობოტების ქარხანას, სამაგიეროთ წახვალთ ქალაქში სადაც ნიღაბს მოხსნით შივას რომელმაც პოლიციის უფროსი შეცვალა და ბოლო ბრძოლა მასთან გექნებათ, აქედან გამომდინარე თამაში შეიძლება ისე დაასრულოთ რომ ვერ ნახოთ ნამდვილი დასასრული და მისი არსებობის შესახებ არც იცოდეთ, ასევე იოლია ვერ შენიშნოთ ახალი პერსონაჟების დამატების ფუნქცია რომელიც მიუხედავად იმისა რომ თამაში ბევრჯერ მითამაშია მეც ახლახანს აღმოვაჩინე, ყველა მეთოდი აღწერილია ვიდეოში
სამივე თამაშის მუსიკა ლეგენდარული გეიმინგ კომპოზიტორის იუზო კოშიროს ნამუშევარია და კიდევ ერთ მიზეზია რის გამოც ასე მიყვარს ეს თამაშები
16 ბიტიანი კონსოლის შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად მუსიკა საოცრად სასიამოვნო და ატმოსფერულია, მას განსაკუთებით ელექტრონიკის მოყვარულები დააფასებენ.
ჩემი აზრით ასაკის მიუხედავად სამივე თამაში "კარგად დაბერდა". თუ სახლში არ გაქვთ ძველი სეგა მეგა დრაივი ან ახლის ყიდვას არ აპირებთ (კონსოლი დღემდე იწარმოება და აქტიურად იყიდება ბრაზილიაში შესაბამისად შეძლებთ ახალიც იშოვოთ იბეიზე სურვილის შემთხვევაში), თამაში არის როგორც სტიმზე, ასევე ემულატორების საიტებზე, ემულატორით ნებისმიერი კომპიუტერი, სმარტფონი ან ტაბლეტი შეძლებს თამაშის გაშვებას. როგორც beat 'em up_ის უმეტესობას Streets of Rage_საც აქვს ორი მოთამაშის რეჟიმი, რაც თამაშს ერთი ორად უფრო სახალისოს ხდის და თუ გადაწყვეტთ ჩაუჯდეთ კარგ დროს გაატარებთ.