ახალი Total War-ის სერიის დასახელება უკვე ცნობილია. 29 მარტს Total War-ის ოფიციალურ Youtube-ს არხზე დაიწყო პირდაპირი ჩართვა, ასე ვთქვათ პატარა უკუთვლა, რომელიც როდესაც 0-ს მიაღწევდა რაღაც ახალი ამბავი უნდა გაგვეგო სერიებთან დაკავშირებით. უამრავი ვერსია დაიწერა ინტერნეტში ახალ სათაურზე, თუმცა როგორც ჩანს დეველოპერებმა ამჯერად არჩევანი მაგიურ სამყაროზე და არარეალურ ისტორიებზე გააკეთეს, რამაც ბევრი ფანი გაახარა, ხოლო ბევრი გაანაწყენა.
ახალი Total War გააგრძელებს Warhammer-ის სერიებს და თითებს ვაჯვარედინებთ და ვიმედოვნებთ, რომ ის კარგი გამოვა.
ასევე დეველოპერებმა ამაღელვებელი ინფორმაციაც მოგვაწოდეს, როგორც ჩანს ისინი ამ ნაწილის გამოშვების შემდეგ დაიწყებენ მუშაობას ისტორიულ Total War-ზე, რომელიც ძველ დროს გაგვახსენებს.
იხილეთ ტრეილერი: