Lumberyard გამოვიდა 2016 წლის 9 თებერვალს და CryEngine-ზეა დაფუძნებული, თუმცა თვითონ გამოირჩევა თავისი ფოკუსირებით ონლაინ კომპონენტებზე. კერძოდ, აღსანიშნავია ინტეგრაცია Amazon Web Services-სა და Twitch-თან. ამ უკანასკნელის მეშვეობით სტრიმინგის დროს გეიმერებს შეუძლიათ თამაშზე გავლენა ჰქონდეთ.
Brave new world. |
ახლა კი ვიდეოებს რაც შეეხება - "Lost"-ში ნაჩვენებია გზააბნეული მექ-რობოტი, რომელიც ცდილობს გზის გაკვლევას. ვხედავთ როგორც ნანგრევებით სავსე უდაბნოს, ასევე ტყეს (ბოლოს კი პატარა სიურპრიზი გელით). "Bistro"-ში დადემოებულია ქალაქური გარემოება, მატერიალების რენდერინგი, განათება და მეტი.
Star Citizen-ის "Dune" მომენტი. |
ახლა რაც შეეხება მესამე და ყველაზე საინტერესო ვიდეოს. Star Citizen. თავიდან ის მზადდებოდა CryEngine-ზე, მაგრამ რადგანაც ეს წარმოადგენს ონლაინზე გათვლილ პროექტს, Lumberyard-ზე გადანაცვლება ლოგიკური შემდეგი ნაბიჯი იყო. Cloud Imperium Games-მა თქვა, რომ ამ ახალი ძრავის მსგავსი მიდგომა არცერთ სხვა ძრავას გააჩნია. ვიდეოში ასევე ჩართულია Amazon-ის პერსონალის კომენტარია და ნათქვამია, რომ ძრავამ გამოსვლიდან ერთი წლის მანძილზე განიცადა 2,000-ზე მეტი დამატება და გაუმჯობესება.
ძრავა შეგიძლიათ უფასოდ ჩაიწეროთ აქედან, ახალი ვიდეოები კი ქვემოთ იხილეთ. Enjoy!