The hype is real
ბევრი გეიმერი იცნობს სტუდია Guerrilla Games-ს თავისი განთქმული, მაგრამ კრიტიკულად შერეული წარმატების მქონე Killzone-ის სერიისთვის. ამ PS4-ისთვის ექსკლუზიურმა FPS-ებმა ბევრს თავი მოაწონა თავისი უნიკალური სეტინგით, მტრებით და გეიმპლეი ელემენტებით, მაგრამ სტუდიისთვის დრო იყო, რამე ახალი გამოეცადათ.
Horizon : Zero Dawn არის Action-RPG მესამე პირის პერსპექტივიდან, FPS-ისგან ძალიან განსხვავებული ჟანრი. Guerrilla დიდ რისკზე გავიდა ახალ ჟანრთან გამოუცდელობის გამო, მაგრამ რისკმა გაამართლა და სტუდიამ ნამდვილად თავის თავს აჯობა და ძველი შეცდომებიც კი გამოასწორა.
Horizon : Zero Dawn -ის სამყარო |
თამაშში თქვენ ებრძვით გიგანტურ რობოტებს, აწყობთ ნივთებს კრაფტინგ სისტემით, აგროვებთ რესურსებს, ათვალიერებთ სამყაროს, skill tree-ს მეშვეობით ლეველდებით და ახალ უნარებსაც იძენთ.
გეიმპლეის კადრები თამაშიდან |
Metacritic-ზე თამაშს აქვს ჯერჯერობით ძალიან მაღალი 89/100, 66 განხილვიდან, ანუ ნიშანი წესით დიდად არ შეიცვლება.
უპირველეს ყოვლისა, განმხილველებს მოსწონთ საბრძოლო სისტემა, რომელიც მათთვის წარმოადგენს Horizon : Zero Dawn-ის უმთავრეს ელემენტს. გეიმპლეის სიღრმე და ხალისი თამაშს ერთი დონით მაღლა წევს. მოწონილია ასევე უნიკალური სამყარო და ატმოსფერო, რობოტების კრეატიული დიზაინები, ლამაზი გრაფიკა და არტ-სტილი. ეს ყველაფერი, რაც სტუდიას წინა თამაშებთანაც კარგად გამოსდიოდა.
მაგრამ აქ ხდება ერთი დივერსია - ამჯერად განმხილველებს სიუჟეტი და პროტაგონისტიც მოეწონათ, რაც Killzone-ის სერიისთვის ყოველთვის პრობლემატური იყო. არამარტო ეგ, შესაძლოა ელოი იყოს ერთ-ერთი ყველაზე სამახსოვრო ქალი პროტაგონისტი ლარა კროფტთან ერთად, რაც სტუდიისთვის ნამდვილად დიდი მიღწევაა.
წინ საინტერესო თავგადასავალი გელით |