კომპანია CCP Games-ი მუშაობს ახალ თამაშზე Sparc, რომელიც არის ვირტუალური სპორტის სიმულატორი.
Sparc მოთამაშეებს სთავაძობს საინტერესო და დინამიურ კონკურენტულ გარემოს ვირტუალურ რეალობაში.იმისათვის რომ,თქვენ შესძლოთ მოიპოვოთ გამარჯვება თქვენს მოწინააღმდეგესთან საჭიროა მთელი სხეულის მზადყოფნაში მოყვანა.სპეციალური კონტროლერების საშუალებით თქვენ შესძლებთ მოწინააღმდეგეს შეუტიოთ ,დაბლოკოთ მისი შეტევები და თავი აარიდოთ მის თავდასხმებს.
თამაში შესაძლებელია როგორც მეგობრებთან ერთად ასევე მრავალმოთამაშიან რეჟიმში.თამაშში იქნება სხვადასხვა რეჟიმი ორი მოთამაშისათვის, ასევე ინდივიდუალური და სასწავლო რეჟიმი. თამაშს გამოსახულების რეგულირების მრავალი ფუნქცია ექნება და ნებისმიერი მომხმარებელი საკუთარი ინდივიდუალური სურვილისამებრ შესძლებს მის დააყენებს.
ამასთანავე მოთამაშეები შესძლებენ სოციალურ ზონაში თვალი ადევნონ მიმდინარე მოვლენებს.
" ჩვენი საინტერესო ექსპერიმენტი ვირტუალური რეალობისთვის მოტივირებული იქნა იქედან რომ, ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა სპორტის სრულიად ახალი სახე თანამედროვე VR პლათფორმისთვის.სწორედ ამიტომ ჩვენ შევქმენით Sparc.სპორტი სადაც მოთამაშეს შეუძლია გამოხატოს საკუთარი თავი და გააუმჯობესოს იგი.
ჩვენ გვსურს რომ, Sparc მოთამაშეებისთვის გახდეს ვირტუალური სათამაშო პლათფორმა სადაც ისინი შესძლებენ კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს მთელი მსოფლიოს მასშტაბით"
განაცხადა CCP Atlanta-ს აღმასრულებელმა პროდიუსერმა Morgan Godet-მა.
Sparc-ის რელიზი შედგება 2017 წელს და ხელმისაწვდომი იქნება Oculus Rift, HTC Vive-სა და PlayStation VR პლათფორმებზე.
მსურველები შეგიძლიათ ეწვიოთ თამაშის ოფიციალურ საიტს.