2016 წლის გამოკითხვის შედეგები, რომლის გამეორებას წელსაც ვაპირებთ. გთხოვთ დაელოდოთ კიდევ ერთ გამოკითხვას.
გამოკითხვა ეხებოდა "მეკობრეობის" დონეს საქართველოში და იმის გარკვევას, თუ რატომ მეკობრეობს ქართველი მოთამაშეების უმრავლესობა. ეს არის მენტალობის ბრალი, თუ იმის რომ მათ უმრავლესობას უბრალოდ არ აქვს შესაძლებლობა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზოგ პასუხში არის მცდარი პროცენტული მაჩვენებელი თუმცა განსხვავება იქნება მაქსიმუმ 3 ადამიანით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზოგ პასუხში არის მცდარი პროცენტული მაჩვენებელი თუმცა განსხვავება იქნება მაქსიმუმ 3 ადამიანით.
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 480-მა გეიმერმა.
შედეგები :
1. გამოკითხვაში მონაწილე ადამიანების უმრავლესობა, 50.4% არის 16 დან 20 წლამდე.
2. გამოკითხულთა უმრავლესობა, 50.2% თამაშობს კომპიუტერულ თამაშებს 6 დან 10 წლამდე.
3. გამოკითხულთა უმრავლესობას, 54.3%ს აქვს კარგი "სათამაშო კომპიუტერი"
4. გამოკითხულთა აბსოლიტურ უმრავლესობას 87%ს 1-ჯერ მაინც გადაუხდია ფული თამაშში.
5. გამოკითხულთა 19.9% იპარავს თამაშებს იმის გამო, რომ არ აქვს შესაძლებლობა.
გამოკითხულთა 23.2% ჯერ იპარავს თამაშს, იმის გამო რომ დატესტოს იგი.
გამოკითხულთა 15.7% იმის გამო იპარავს თამაშს რომ მას არ აქვს მრავალ მოთამაშიანი მხარდაჭერა ( Multiplayer )
გამოკითხულთა უმცირესობას, 7.3%ს მიზანშეუწონლად მიაჩნია თამაშში ფულის გადახდა.
ხოლო გამოკითხულთა უმრავლესობას, 29.9%ს არასდროს მოუპარავს თამაში.
გამოკითხულთა 4%ს სხვა მიზეზი აქვს თამაშის მოპარვისთვის.

6. გამოკითხულთა 68.6% მიიჩნევს, რომ თუნდაც 1 თამაშის ასლის მოპარვა ხელს უშლის დეველოპერებს სამომავლო პროექტების განხორციელებაში. ამავე კითხვაზე 4.6% მიიჩნევს, რომ პასუხის გაცემისათვის ზედმეტად სულელია.
7. კითხვაზე, თქვენ რომ დეველოპერი იყოთ, გამოუშვებდით თუ არა იმ პლატფორმაზე თამაშს, სადაც მოთამაშეების უმრავლესობა უბრალოდ თამაშებს იპარავს, გამოკითხულთა უმრავლესობამ, 41.6%მა გასცა უარყოფითი პასუხი, 18.4% კი არავითარ შემთხვევაში არ გამოუშვებდა თამაშს ამ პლატფორმაზე.
8. კითხვაზე, სწორია თუ არა "მეკობრეობა" თქვენი ჯიბის ფულის მიუხედავათ, გამოკითხულთა 60.9%-მა უპასუხა - არა.
9. გამოკითხულთა უმრავლესობას, 38.9 პროცენტს შეუძენია 1 დან 5 თამაშამდე მისი დატესტვის შემდეგ, 13.2%მა შეიძინა 6 დან 10მდე თამაში, ხოლო 20.4%მა 11+ჯერ.
10. გამოკითხულთა უმრავლესობას, 30.8%ს მხოლოდ 1 დან 5 თამაშამდე აქვს მოპარული, შემდეგ მოდის 25.7%, რომელთაც 31+ თამაში აქვთ საერთო ჯამში მოპარული.
11. გამოკითხულთა უმრავლესობას, 47.1%ს აქვს 1 დან 3მდე მოპარული თამაში ამჟამად კომპიუტერში, შემდეგ მოდის 14.8% რომელთაც აქვთ 4 დან 10მდე, შემდეგ კი 3.8%, რომელთაც აქვთ 11+ თამაში.
12. გამოკითხულთა ურმავლესობას, 66.9%ს საერთოდ არ აქვს შემოსავალი, 13.4%ს 100 დან 300 ლარამდე, 7.5%ს 300 დან 500 ლარამდე, 5%ს 500 დან 100 ლარამდე, 2.7%ს 1000 დან 1500 ლარამდე, ხოლო 1500+ აქვს 4.4%ს.
რაც შეეხება დასკვნას, მე მაინც მგონია, რომ ფული მეორეხარისხოვანია, ხოლო პირველ ადგილზე მენტალობა დგას, რომელიც მკაცრად ამბობს რომ თამაშში ფულის გადაგდება სისულელეა.
სტატიის ავტორი: თორნიკე მელაძე
სტატიის ავტორი: თორნიკე მელაძე