Wednesday, February 22, 2017

AMD Ryzen-ის ოფიციალური გახსნა



AMD რამოდენიმე თვის წინ შეგვპირდა ახალ, ცხელ-ცხელ პროცესორებს რომლებიც წინააღმდეგობას გაუწევდნენ დღევანდელ სტანდარტებს როგორც სიძლიერეში, ასევე ფასში. დღეს, 22 თებერვალს AMD Ryzen ოფიციალურად გამოჩნდა მარკეტზე (გაყიდვა დაიწყება 2 მარტიდან). შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ რომ დღეს მან შეცვალა პროცესორების წარმოების სტანდარტები.

დაანონსდა Ryzen-ის სამი ვერსია: Ryzen 7 ძვირადღირებული კომპიუტერებისათვის, Ryzen 5 ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის და ბოლოს Ryzen 3 იმათთვის ვისაც თანხის მაქსიმალურად გაზოგვა სურს. მაგრამ ეს არანაირად ნიშნავს იმას რომ დაბლა მყოფი პროცესორები რამით არ ვარგა. სამივეს აქვს 8 ბირთვი. მათი მონაცემებია:

Ryzen 7 1800X: 8C/16T, 3.6 GHz base, 4.0 GHz turbo, 95W, $499
Ryzen 7 1700X: 8C/16T, 3.4 GHz base, 3.8 GHz turbo, 95W, $399
Ryzen 7 1700: 8C/16T, 3.0 GHz base, 3.7 GHz turbo, $329

დიახ, ეს ფასები არ გეჩვენებათ! AMD-ს კონკურენტი ახლა არის Intel, რომელსაც აქამდე ფაქტიურად მონოპოლია ჰქონდა მოპოვებული ამ მარკეტზე მაგრამ ახლა მათ მოუწევთ უკეთესი პროცესორების წარმოება ან ფასის რადიკალურად დაგდება.

მიუხედავად იმისა რომ Ryzen 7 1800X თითქმის 2 - 2,5-ჯერ იაფი ღირს Intel Core i7-6900k-ზე მათი შედეგები ბენჩმარკში იდენტურია უმეტეს შემთხვევებში (ზოგში კი Ryzen 7 მის ანალოგს ჯობნის კიდეც).




რას ნიშნავს ეს ყველაფერი?


ჩვენი აზრით ამ მოვლენას მხოლოდ ერთი ლოგიკური გაგრძელება აქვს, რომელიც მთავრდება Intel-ის პროცესორების გაიაფებით, წინააღმდეგ შემთხვევაში Intel-ი პროცესორების ყიდვა უბრალოდ ფულის უაზრო ფლანგვა იქნება. არ დაგავიწყდეთ რომ კონკურენცია ამ მარკეტზე ყოველთვის მომგებიანი ჩვენთვის, მყიდველისთვის, რადგან ახლა ორივე კომპანიას აქვს მიზეზი უფრო გააუმჯობესონ თავიანთი პროდუქტი. მაგრამ როგორ შეიძლება პროცესორების გაუმჯობესებე დღეს? მათი უფრო დაპატარავება თითქმის შეუძლებელი ხდება კვანტური ფიზიკის გამო. ეს წარსულში Intel-ის წარმომადგენელმაც გამოაცხადა რომ პროცესორების დაპატარავება თავის ლოგიკურ ზღვარს აღწევს და ახლა ისინი გაცილებით დიდ ორიენტაციას გააკეთებენ გააუმჯობესონ პროცესორის ენერგიის მოხმარება.

დღეისათვის მხოლოდ ეს ინფორმაცია გვაქვს, მოუთმენლად ველით 2 მარტს რომ ვიხილოთ ტესტები სხვადასხვა ხალხისგან.


რეკლამა