Thursday, January 26, 2017

Tom Clancy’s Ghost Recon: Wildlands-ის დახურული ბეტა ტესტირება 3 თებერვალს დაიწყება.



   კომპანია Ubisoft-მა განაცხადა რომ ტაქტიკური შუთერის Tom Clancy’s Ghost Recon: Wildlands-ის დახურული ბეტა ტესტირება გაიმართება 3-დან 6 თებერვლამდე.
ტესტირებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ყველა აქტიური პლათფორმის მფლობელებს.
ყველა მომხმარებელს ვინც მიიღებს ტესტირებაზე დაშვებას, შეეძლება მოიწვიოს სამი მეგობარი და მათთან ერთად ისიამოვნოს თამაშით.
მსურველებმა განაცხადი შეგიძლიათ შეავსოთ შემდეგ ბმულზე.

თამაშში თქვენ გაემგზავრებით ბოლივიის ერთ-ერთ პროვინციაში სადაც ბატონობს დანაშაულებრივი ნარკოკარტერი სანტა-ბლანკა.
მოჩვენების როლში თქვენი დავალებაა გაანადგუროთ ნარკოკარტერის მთავარი ფიგურა და ბოლო მოუღოთ მათ დანაშაულებრივ მმართველობას.

შემქმნელების თქმით თამაშში იქნება ყველაზე დეტალიზებული მაშტაბური ღია სამყარო რაც კი Ubisoft-ს შეუქმნია რომელიც საშუალებას მოგცემთ აირჩიოთ თქვენი სათამაშო სტილი რომლითაც გაივლით სხვადასხვა მისიებს.



ბეტა ტესტირების დროს ხელმისაწვდომი იქნება ორი სახის რეჟიმი : პირველი სადაც მხოლოდ თქვენ იქნებით მისიაზე და მეორე სადაც კომბინირებულად გაივლით ონლაინ მოთამაშეებთან ერთად მისიებს.დავალებების შესასრულებლად მოთამაშეები მიიღებენ სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებს ,იარაღებსა და ტექნიკურ აღჭურვილობას.

ისინი ვინც წინასწარ შეუკვეთავთ თამაშს მიიღებთ ბონუს მისიას <<პერუს კავშირი>>.



Tom Clancy’s Ghost Recon: Wildlands გამოდის 7 მარტს PC, PS4 და Xbox One პლათფორმებზე.









რეკლამა