როგორც ვიცით, ონლაინ კაზინოები რამდენიმე წელია არსებობს როგორც CS:GOში, ისე Valve-ს სხვა თამაშებშიც. Valve-მ წინა წელს აამოქმედა პროტოკოლი, რომლის შემდეგაც რამდენიმე CS:GO ონლაინ კაზინო დაიხურა, ხოლო რომელი საიტებიც დარჩა, მათ დაუწესდათ რეგულაციები. CS:GO-ში ატეხილი აურზაურის შემდეგ, Valve-მ გადაწყვიტა სახე TF2-ისკენაც მიაბრუნოს.
წინა წლის ივლისში ჩვენ გამოვკვეთეთ ჩვენი პოზიცია აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, უფრო ზუსტად ის, რომ Valve-ს არანაირი ბიზნეს კავშირი არ აქვს ამ ონლაინ კაზინოებთან. იმ დროისთვის ჩვენ დავიწყეთ უამრავი CS:GO-ს ანგარიშის დაბლოკვა.
ახლახანს TF2-შიც გამოჩნდა რამდენიმე საიტი. ჩვენ დავიწყეთ ამ საიტებთან დაკავშირებული ანგარიშების დაბლოკვა. გირჩევთ, არ განახორციელოთ არაფრის გაცვლა მათთან.
მთლიანი პოსტი შეგიძლიათ ნახოთ აქ.