Elite:Dangerous, როგორც ყველამ იცით, იყო ძველი თამაშის რეინკარნაცია, რომელიც თავისი Kickstarter კამპანიის წყალობით დაფინანსდა (1.5 მილიარდ დოლარზე მეტი თანხით) და გამოსვლისთანავე წარმატება მოიპოვა, დაემატა ახალი კონტენტი , VR რეჟიმი და დეველოპერთა მხარდაჭერა, როგორც ჩანს, ახლო მომავალში არ დააკლდება.
ახლა კი გაცნობებთ მისი "სპინოფის" შესახებ - ეს არის Elite:Dangerous-ის სამაგიდო თამაში.მისი ერთ-ერთი მიზანი იქნება თამაშის სამყაროს backstory-ს მოყოლა (და შესაძლოა მისი სამყაროს გაფართებაც კი). Kickstarter კამპანია ჯერ ადრეულ ფაზაშია და უკვე მოაგროვა საკმარისზე მეტი თანხა, ახლა ყურადღება გადავა stretch goal-ებსა და ბონუსებზე.
ეს არის ტრადიციული, "შენ წყვეტ შენს ბედისწერას"-ტიპის მრავალმომხმარებლიანი RPG, სადაც მოთამაშეები ირჩევენ თავიანთი პერსონაჟის ისტორიას და შესაძლებლობებს, ხომალდებს, თავგადასავლის მსვლელობისას იღებენ გადაწყვეტილებებს.ერთ-ერთ მოთამაშეს ერგება ე.წ. Gamesmaster-ის პოზიცია - ეს წარმოადგენს "Narrator"-ს, განაგებს სიუჟეტის მოვლენებს და ასევე აკონტროლებს დამატებით პერსონაჟებსა და ბოროტმოქმედებს. თამაში გამიზნულია D10(ათგვერდიანი) კამათლისთვის.
შეგიძლიათ ამ RPG-ს Kickstarter კამპანია ინახულოთ და ამავე გვერდიდან ჩაიწეროთ და მეგობრებთან ერთად გამოსცადოთ ე.წ. "Playtest Adventure".