Wednesday, January 4, 2017

Beyond Good & Evil 2 იქნება Nintendo Switch-ის დროებითი ექსკლუზივი.



   პორტალ Let’s Play Video Games-ის რედაქტორმა Laura-Kate Dale-მ საკუთარ ტვიტერის გვერდზე დაწერა რომ Beyond Good & Evil 2 იქნება Nintendo Switch-ის ექსკლუზივი.ხო ალბათ გაგიკვირდათ მაგრამ არაუშავს არ იდარდოთ რადგან ლორამ აქვე განაცხადა რომ თამაში Nintendo-ს ექსკლუზივი მხოლოდ დროებით იქნება და მისი გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ თამაშის ციფრულ ვერსიებს PC, PS4 და Xbox One-პლათფორმებიც მიიღებენ.
ლორას თქმით პროექტს აქვს კოდურ დასახელება Odyssey და მისი ტიზერი უკვე მზადაა პუბლიკის წინაშე წარსადგენად ჩვენებას კი Ubisoft-12 იანვარს გამართავს Nintendo Switch-ის პრეზენტაციის ფარგლებში ტოკიოში.
უცნობია სიმართლეს შეესაბამისება თუ არა ლორას ინფორმაცია ამიტომაც დაველოდოთ 12 იანვარს რომელიც არც ისე შორსაა.




რეკლამა